დაჭრილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა კრიმინალურ გარჩევას.
„უბრალო ხალხი არ ჩანდნენ. როგორც ამბობენ, ჯიპებით იყვნენ მოსული და ადგილი ჰქონდა კრიმინალურ გარჩევას. ჯერ ერთმანეთს შეურაცხყოფას სიტყვიერად აყენებდნენ, შემდეგ ყვირილი და ერთმანეთის ცემა დაიწყეს. ავტომობილების სწრაფი წასვლის ხმა გავიგონეთ და ყვირილი, რომ ვიღაც დაჭრილია და სასწრაფოში დაგვერეკა. ასე, ღამის 3 საათი იქნებოდა. 25 წლამდე ბიჭი იყო დაჭრილი. აქაური არ არის, ვერავინ იცნო. ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. მთელი ღამე პოლიცია ძებნას აწარმოებდა და გადაჩხრიკეს აქაურობა. ადგილობრივებმა შეამჩნიეს, რომ ჩხუბის დაწყებამდე რამდენიმე ჯიპი იყო გაჩერებული, ჩვეულებრივ „ქურდული გარჩევას" ჰქონდა ადგილი" - აღნიშნავს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-6 წლამდე ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






