სამოქალაქო სექტორისგან გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები - პრემიერი ივანიშვილის შეფასებას იზიარებს
პოლიტიკა - 11:23, 25 Oct, 2018     610
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. თავმჯდომარეს ეთანხმება, რომ სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორი ობიექტური რეკომენდაციების გაცემით არ გამოირჩევა და ის პოლიტიკურად მოტივირებულია.

„თქვენ იცით, თუ როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან. აქაც მინდა კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვაქვს ახალი ტალღა რეფორმების და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს? მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვხედავთ?- ამის საპასუხოდ ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის ვფიქრობ, გარკვეული წინაპირობაც, იმისთვის რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა ასეთი კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42