დაპირისპირება სლოტ კლუბში - "ვეგასში" ამბობენ, რომ "მამაკაცს თანხა საერთოდ არ მოუგია, დაცვის თანამშრომელმა კი ერთხელ დაარტყა"
პოლიტიკა - 10:05, 25 Oct, 2018     1372
სლოტ კლუბ "ვეგასის" თანამშრომლები ამბობენ, რომ 33 წლის მამაკაცს კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი ნამდვილად დაარტყა.

ისინი ირწმუნებიან, რომ ვახტანგ აკუბეგაშვილმა დაცვის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სლოტ კლუბის წარმომადგენლების განმარტებით, ეს სათვალთვალო კამერების კადრებითაც დასტურდება.

რაც შეეხება ალიბეგაშვილის განცხადებას, რომ მან 15 000 ლარი მოიგო - ამას სლოტ კლუბის ადმინისტრაცია არ ადასტურებს. მათი თქმით, მამაკაცს თანხა არ მოუგია.

„დაცვამ სთხოვა, რომ არ შეიძლებოდა შემოსვლა, ის გახდა აგრესიული, რომელიც იძახდა, რომ მე როცა მინდა მაშინ უნდა შემოვიდე, თქვენ აქ დაგმარხავთ... ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის თანამშრომელმაც დაარტყა ერთხელ“-ამბობს სლოტ კლუბ ”ვეგასის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირაკლი პაპაშვილი.

33 წლის მამაკაცი სლოტ-კლუბ ვეგასის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვახტანგ ალიბეგაშვილი ამტკიცებს, რომ 15 ათასი ლარი მოიგო და თანხის განაღდების სანაცვლოდ, დაცვის სამსახურის 10-მდე თანამშრომელმა სასტიკად სცემა.

"ნიუპოსტი" შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ 17 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი სლოტკლუბში მოქალაქის ცემის ფაქტზე.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით მიმდინარეობს.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვები. მოქალაქე ვ.ა. პოლიციაში გამოცხადდა დანაშაულიდან მე-4 დღეს, ჩვენების მიცემამდე მოითხოვა ადვოკატის ჩართვა. პოლიცია ამ დრომდე ელოდება, მისი როგორც საქმის მთავარი ფიგურანტის ჩვენებას. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, მათ შორის ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერების"- აცხადებენ საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42