„არსებობს რაღაც ზღვარი“- ივანიშვილის მსგავსად, „რუსთავი 2“-ს კალაძეც დაუპირისპირდა
პოლიტიკა - 19:51, 24 Oct, 2018     3779
ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, „რუსთავი 2“-სთავს ესხმის თბილისის მერი კახა კალაძე.

კალაძის შეფასებით, „რუსთავი 2-ის პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე, ადამიანების შეურაცხყოფებზე“.

„მედიაპლურალიზმი არის მნიშვნელოვანი, სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დღეს ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით იმისა, რაც წლების წინ იყო და როგორ იყო ეს ყველაფერი შეზღუდული, ყველას კარგად გვესმის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს რაღაც ზღვარი. ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები იმისა, რომ ჩვენ ეს ზღვარგადასული შეურაცხყოფა... მერე რა რომ საარჩევნო კამპანიაა, ხომ ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს რაღაც ჩარჩოები, რომელ ჩარჩოებშიც უნდა მოვექცეთ ყველა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ავტორი ისევ და ისევ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ისევ არიან იმ ჩვეულ რეჟიმში, როგორც 2012 წელს. მე 2012 წლის მერე ასეთი შეურაცხმყოფელი საარჩევნო კამპანია არ მახსოვს.

გულდასაწყვეტია ის, რომ თქვენ არ გინდათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა და პირადად მე ვარ ამის მომსწრე, რომ თქვენ უარი თქვით ჩემს მიწვევაზე, როდესაც პარტიიდან იყო შემოთავაზება მოვსულიყავი გიორგი გაბუნიას ეთერში, ყველანაირ კითხვაზე გაგვეცა პასუხი, რომელიც არსებობს და მე ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ თქვენ შეგეშინდათ. შეგეშინდათ იმიტომ, რომ ჩემი მიწვევით იცით რაც მოგივიდათ 2016 წელს, 2017 წელს. თქვენ შეიძლება გქონდეთ განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა ეს არ არის ცუდი, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და გადაწყვეტილებას მიიღებს არა მხოლოდ 28 ოქტომბერს, ზოგადად მომავალში თუ როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს ქვეყანა“, -მიმართა კალაძემ რუთავი 2-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42