"თუ არ სურს ივანიშვილს დამნაშავეები არ დაისჯებიან" - ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო კრიმინალებს
პოლიტიკა - 17:53, 24 Oct, 2018     1811
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას.

ჩიხრაძის განცხადებით, გუშინ უკვე ფორმალიზებული სტატუსის მქონე ლიდერი - მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და აკონტროლებს ყველაფერს, აძლევდა პირდაპირ მესიჯებსა და მითითებებს მმართველ პარტიას, საპარტამეტო უმრავლესობას, მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს რომ ქვეყანაში საქმეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აფუჭებენ და მათ წინააღმდეგ გალაშქრება კარგია, - ეს კი ძალიან სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას.

,,ის, რომ დამნაშავეები, თუ ეს არ სურს თავად ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური განწყობაა ასეთი, არ დაისჯებიან - რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინო ეს იქნება მკვლელობა, ბიძნესის შევიწროვება, მედიაზე შეტევა, თუ რეკეტი, ბიზნესის წილების გადანაწილება მწვანე შუქი აუნთო ყველას იმიტომ, რომ ის ასე ფიქრობს და სხვაგვარად არ უნდა იფიქროს არავინ, არც სამართალდამცავებმა და არც პოლიტიკურმა აქტორებმა, რომლებიც ამის თაობაზე შეფასებებს აკეთებენ და ამის რეზონი ჩვენ უკვე ვნახეთ პოლიტიკური შფასებების თავლსაზრისით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებისაგან ასევე დავინახეთ, დირექტივა, გენერალური ხაზი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

,,როდესაც ერთერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საუბრობდა ამ თემაზე, ამ პერიოდის განმავლობაში, გარკვეული შეშფოთებები გამოითქმებოდა და ჩვენ დავინახეთ ცხადად, რომ ეს არის ასევე მმართველი პარტიის დირექტივა და ეს დირექტივა თუ სხვა თემებში სრულდება, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ესეც უნდა შესრულდეს და საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც რაიმე საერთაშროსიო ურთიერთობებში მონაწილეობს, ამ მესიჯბოქსით მუშაობს საქართველოს ურთიერთობებში და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ანტიქართული, ანტისახლემწიფოებრივი ხაზი, რომელიც სამწუხაროდ პარტიის ლიდერისგან მოდის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მმართველი პარტია აპირებს პირველ ტურში გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები სხვა რამეს მეტყვლებენ. დავალება მიეცათ საჯარო მოხელეებს და სხვებს ასევე მიეცათ მითითება და დავალება, რომ როგორ და ვის სასარგებლოდ უნდა იმოქმედონ არჩევნების დღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42