"არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისა ნაცვლად, უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს" - მესამე სექტორი ივანიშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 16:04, 24 Oct, 2018     1587
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების მხრიდან განხორცილებულ თავდასხმას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან მესამე სექტორის წარმომადგენლები.
12 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა საქართველოში დემოკრატიას აზიანებს":
"საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარის პასუხად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მოსაზრებას და საერთაშორისო ორგანიზაციების წუხილს გამოხატავდა (ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესის ჩავარდნა, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები), იუსტიციის მინისტრმა, პრობლემებზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, თავდასხმა მიიტანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელზე და ეცადა წარმოეჩინა თითქოს კრიტიკული მოსაზრებები მხოლოდ ერთი ორგანიზაციის აზრია.

მინისტრმა წულუკიანმა გაიმეორა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ, 2015 წელს, გამოთქმული ცრუ ბრალდებები ეკა გიგაურის მიმართ, რომ იგი თითქოსდა მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, თავდასხმას მოყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წარსულის შესწავლას გეგმავდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრალდებების წინააღმდეგ თავად ეკა გიგაურმა შეიტანა სარჩელი გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, რომელზეც სასამართლო განხილვები რამდენიმე წელია გრძელდება.

იუსტიციის მინისტრის მხრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელზე თავდასხმას წინ უძღვოდა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, 8 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელზე პერსონალური თავდასხმა, ხოლო მანამდე, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე, კორუფციულ სკანდალზე კრიტიკული განცხადების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებად მოიხსენიებდნენ.

23 ოქტომბრის ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა იგივე რიტორიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის აქტივი“ უწოდა. იმ პირობებში, როცა არც გუშინდელი ინტერვიუ და არც მანამდე, სახელისუფლებლო გუნდის წარმომადგენლების გამოსვლები დასაბუთებულ პასუხს არ სცემს საზოგადოებაში არსებულ კრიტიკულ კითხვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით მტრის ხატის ხელოვნურად შექმნა, მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო კონტექსტი და სწორედ ამ დროს სადამკვირვებლო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც მათი საქმიანობის და შეფასებების დელეგიტიმაციას ისახავს მიზნად.

ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე მსგავსი თავდასხმები ხელისუფლების მიერ მთელი სამოქალაქო სექტორისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული კამპანიი ნაწილია. ხელისუფლების წარმომადგენლების კოორდინირებული თავდასხმების პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც შეიმჩნევა, არასწორ ინფორმაციაზე და მძიმე პერსონალურ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული, ორგანიზებული და მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც ანალოგიური ხელწერა აქვს. უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალაუფლების შეკავების, კონტროლისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მეთვალყურეობის როლს ასრულდებდნენ ყველა დროსა და პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

იუსტიციის მინისტრის აგრესიული და სიცრუეზე დაფუძნებული კომუნიკაციის სტილი და ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული შეტევა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ორგანიზაციების წინააღმდეგ ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების აუცილებელი ატრიბუტია. ამგვარი ქცევა სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო დონეზეც, არაერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებსთავი შეიკავოს მსგავსი თავდასხმებისაგან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე თავდასხმისა, პირველ რიგში, უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს სავარაუდო კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მიუხედავად მათი გავლენებისა"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საფარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა სახლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42