ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენება გაიმართა
პოლიტიკა - 15:28, 24 Oct, 2018     528

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლა.

ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონიის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ჩამოდიან, რომლებიც ბაღის სტუმრებს თავიანთ ხელოვნებას აცნობენ. წელს ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ნიმუშები იაპონიიდან საგანგებოდ მოწვეულმა ოსტატებმა ნაოლო მაცუდაირამ და ლუკას აკემმა წარმოადგინეს.

„მოხარული ვარ, რომ იაპონურ ბაღში, რომელიც ქართველი და იაპონელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, კიდევ ერთხელ ვმასპინძლობთ ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას. შესანიშნავი იყო ოსტატ ნაოლო მაცუდარის მიერ ჩაის მომზადების ხელოვნების ჩვენება. წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და უფრო დატვირთული გახდა იმით, რომ იაპონური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოსტატმა ლუკას აკემმა იაპონური კალიგრაფიის ნიმუშების, შოდოს შექმნის ნახვის შესაძლებლობა მოგვცა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის მერიის, იაპონიის საელჩოსა და JTI-ს მხარდაჭერით, 2016 წელს გაშენდა და ქართველ და იაპონელ ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42