ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურეკის თემის სოფელ წვერმაღალაში მცხოვრები მაკასარაშვილების ოჯახი ექს-პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის.
ბიძინა ივანიშვილისათვის ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესში წვერმაღალაში მცხოვრებ ოჯახს 34 მეტრი სიგრძის ღობე და რამდენიმე ხე გაუნადგურეს.
მაკასარაშვილები დღემდე ეძებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა, თუმცა უშედეგოდ.
მაკასარაშვილები აცხადებენ, რომ ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესში გაურკვეველმა პირებმა მათი კუთვნილი ორი ხე მოჭრეს, რამდენიმე კი აკაფეს, ასევე დააზიანეს მისი საცხოვრებელი სახლის 34 მეტრი სიგრძის ღობე. მომხდარის გამო, ორი წელია ოჯახი ადგილობრივი პოლიციისაგან და პროკურატურისაგან გამოძიებას ითხოვს.
"როცა ხეები გადაჰქონდათ, საერთოდ არაფერი არ უკითხავთ, მოჭრეს ჩვენ ეზოში ორი ხე, ერთი კა აჩეხეს, ხეების გადატანას ხელს უშლისო, მივედით საგზაოში, ჩვენ რა შუაში ვართ დასუფტავების სამსახურს მიმართეთო, იმათ "ელიტ ბურჯში" გაგვიშვეს, მოვიდა ვიღაცა, ბესო ვაქრო, ორას ლარს მოგცემთ თუ გინდათო, წავედით პოლიციაში, პოლიციამ პროკურატურაში გაგვიშვა, მოვიდნენ და სამას ლარს მოგცემთო, მოკლედ ორი წელია ამ დღეში ვართ, იძულებულნი ვხვდებით სასამართლოში წავიდეთ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ივანიშვილამდე კიდევ ვერ მივაღწიეთ“, - აცხადებს თინა მაკასარაშვილი.
მაკასარაშვილების ოჯახის წევრები საუბრობენ იმ მიზეზებზე რატომა გადაწყვიტეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სამართალწარმოება:
"მიუხედავად იმისა, რომ არანაირის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, ყველა ვართ უმუშევარი ოჯახში, იძულებული ვხვდებით ვუჩივლოთ სასამართლოში. 2017 წელს ერთ ევკალიპტის ხეს ჩამოაჭრეს ტოტები, მოჭრეს ძირში რამდენიმე ხე, გვითხრეს რომ ეს ტქვენ არ გეკუთვნითო, ჩვენ გვეგონა რომ საგზაოს ხალხი იყო, საგზაოს უფროსმა, რომ მივედით გვითხრა, რომ ჩვენ ამას ვერ ვიზამდით, ამხელა ტექნიკა ცვენ არა გვაქვს, ეს არის "ელიტა ბურჯის" ჩამოჭრილიო, გამოვიკვლიეთ და მოვიდა შემდეგ ვირაც ბესო, გვარი არ მახსოვს, ბესომ გვითხრა აგინაზრაურებთ რაც არი ზარალიო, გვითხრა 300 ლარს მოგცემთო და აღარ გამოჩნდა შემდეგ. წავედით პოლიციაში, გამომძიებელმა გვითხრა პროკურორს მიმართეთო, პროკურორი შანიძე იყო გვარად, არაფერი არ გამოვიდა, აღწერეს ჩვენი დაზიანებული ღობე, 35 მეტრი იყო სიგრძით, ჩამტვრეული, არაო, ღობეს ვერ გაგიკეთებთო, მოგცემთო რამდენიმე "პაჭკა" ცემენტსო და თქვენ თვითონ გააკეთეთო, ჩვენ ვუთხარით არა გვაქვს შესაძლებლობაო, ეს ხეები წაიღეს, შეშადაც არ დაგვიტოვეს, სად წაიღეთ ხეების ტანი მეთქი და მაგის ტანი კიარა ჩემი ტანი არ ვიცი სად არისო-ბესომ ასე გვითხრა. ეს ხეები მაინც არ იყო თქვენიო, კაი ეს ხეები არ იყო მაგრამ ღობე ხომ იყო, ეს დიდი ხე ხომ იყო ჩემი, რომ ჩამოჭრეს და ზარალი მომაყენეს არ უნდა შემკითხვოდნენ? ხეები მოჰქონდათ ლაითურიდან და არ ეტეოდა, ვიყავით ურეკის პოლიციაში, ურეკის პოლიციამ გადასცა ოზურგეთს, ოზურგეთმა სამხარეოს, სამხარეომ პროკურატურას, და ველოდებით ორი წელია" - ყვება მაკასარაშვილების ოჯახის დიასახლისი ციცო ავკოპაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






