„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა“ - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 13:11, 24 Oct, 2018     12970

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „ართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აფასებენ. უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ივანიშვილის ინტერვიუ იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა:

„ვფიქრობ, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც დავასრულეთ 2012 წელს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალსა და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ეწირებოდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42