"თქვენ კი არ დასცინით, შეურაცხოფას აყენებთ ჩვენს საზოგადოებას, ამომრჩეველი საკადრის პასუხს გაგცემთ ამაზე" - ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება
პოლიტიკა - 13:00, 24 Oct, 2018     1658
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ივანიშვილის ინტერვიუ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო:


„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლი, სადაც ქურდული ოცნების მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების და პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ისე გამოვიდა, რომ სჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა, აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ ამ ინტერვიუდან გაიგო შემდეგი, პირველი, რომ ბატონი ივანიშვილი სრულიად უჭერს მხარს თავის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ომი 2008 წელს რუსეთთან საქართველომ დაიწყო და მან დაბომბა თავისი მძინარე მოსახლეობა. მეორე, აღმოჩნდა, რომ მას გაცილებით უფრო მჭიდრო და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან ვიდრე ჩვენ გვეგონა, ინტერვიუს დიდი ნაწილი მან მიუძღვნა ფარცხალაძის დაცვას და შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერში არაა დამნაშავე და ფარცხალაძე "ქართული ოცნების" უფრთო ანგელოზია, თუმცა გამოჩნდა რომ მან ძალიან კარგად იცოდა ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის საკითხი. მესამე, ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მარიხუანა არა მარტო მისი ინციატივა, არამედ მისი ბიზნეს ინტერესია და მას ძალიან მოსწონს 500%-იანი მოგების მიღების პერსპექტივა, შემიძლია დავამშვიდო, მას ეს არ მოუწევს, საქართველოში არავინ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევას და ხელისუფლების ნარკობარიგად გადაქცევას, მან ასევე შეგვატყობინა, რომ დათუნა სარალიძის საქმეზე გამოძიება შესანიშნავად მიდის და ყველა უნდა დაველოდოთ, როგორც დღემდე ველოდებით ფარცხალაძის მიერ თოდრიას ცემის, ან რაფალიანცის საქმის გამოძიებას. აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო და არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, როგორ იცავდა ის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა უტიფარი და თავხედი დაპირებების გამო, რომლითაც მან საზოგადოებას და ჩვენ შვილებს დააკარგვინა 6 წელი, დაგვასვა თავზე კრიმინალური ბანდები, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა. ეს პიროვნება ბედავდა და გვეუბნებოდა, რომ თუ გათიშავთ რუსთავი2-ს, აღმოაჩენთ, რომ ცხოვრობთ შესანიშნავ ქვეყანაში, ქურდული ოცნების მამამთავარს მინდა ვუთხრა, რომ გურია, სამეგრელო, ქუთაისი, კახეთი, გორი საკადრის პასუხს გაგცემთ ამაზე, იმიტომ რომ თქვენ კი არ დასცინით, შეურაცხოფას აყენებთ ჩვენს საზოგადოებას. 28 ოქტომბერს, მართლა არაა საპრეზიდენტო არჩევნები, ესაა ღირსების არჩევნები.“- განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42