ქვეყნის პირველი პირის თქმით, მან "პოლიტიკურად ნერვებზე ითამაშა", როცა დიდი ხნის განმავლობაში არ გაახმოვანა მისი გადაწყვეტილება.
პრეზიდენტი ამბობს, რომ "მმართველმა პარტიამ ძალაუფლების გაყოფა უნდა ისწავლოს".
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველ პარტიას გართულებოდა საკუთარი კანდიდატურის გამოკვეთა საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც პრეზიდენტის შეფასებით ასეც მოხდა.
"დიდხანს არ ვამბობდი, რადგან ეს პოლიტიკური და ნერვების თამაში იყო. მმართველმა პარტიამ უნდა ისწავლოს ძალაუფლების გაყოფა. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველ პარტიას გართულებოდა საკუთარი კანდიდატურის გამოკვეთა და ასეც მოხდა. დღეს მმართველი პარტია მხარს უჭერს კანდიდატს, მაგრამ მმართველმა პარტიამ ვერ წარმოაჩინა თავისი კანდიდატი, რის გამოც უფრო იოლი სათამაშო მოედანი შეიქმნა ოპოზიციისთვის. აქამდე მივიყვანე, უხერხულ მდგომარეობაში მინდოდა ჩამეყენებინა... შედეგიც მივიღე, ვერ დააყენეს საკუთარი კანდიდატი, ვიღაცას უჭერენ მხარს. ამისთვის ვიმუშავე ერთი წელი, რომ ამ წერტილამდე მივსულიყავით. არ შეიძლება რაიონის გამგებლიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული, ყველა ერთი პარტიის წარმომადგენელი იყოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მისი სურვილია დაამთავროს "ეს სამსახური".
„დავიღალე... მაგრამ ძალიან გასაშლელი თემაა რატომ დავიღალე, რამ დამღალა, რა მომწყინდა, რა ამოვიდა ყელში“, - თქვა პრეზიდენტმა.
ინტერვიუს დასასრულს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური9 გარემო კომფრონტაციულია.
მასალის გამოყენების პირობები






