ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მისი და ივანიშვილის მეგობრობა იყო ისეთი, რომ ივანიშვილმა კარგად იცოდა, მარგველაშვილს რომ ვერ დაიმორჩილებდა.
მარგველაშვილის განცხადებით, ის და ბიძინა ივანიშვილი ბევრ თემაზე საუბრობდნენ, თუმცა პრეზიდენტმა ორი ადამიანის საუბრების ღია ეთერში გამოტანა არ ისურვა.
"ძალიან დიდი ემოცია მქონდა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი პოზიტივი უნდა მოგვეტანა"- თქვა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა რომ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობა.
"მე ვუყურებ ფაქტს, რომ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობა. რამ განაპირობა და რომელი კომპლექსის ან რისი კომპენსაციაა, ნამდვილად არ მაინტერესებს. ვხედავ ფაქტს. ისევე როგორც პუტინზე არ მაინტერესებს. ამბობენ, რომ პუტინს პიროვნული პრობლემა აქვს საბჭოთა კავშირის გამო, ჩემთვის უთქვამთ უცხო ქვეყნის ლიდერებს. არ მგონია, რომ ფსიქოანალიზი უნდა განხორციელდეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ, მე თუ გავიგე, იცით რა პუტინს სტრესი აქვს, რადგან საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამით მოვახდინო ლეგიტიმაცია იმის, რომ დაბომბა ჩემი მოქალაქეები, ამ სიღრმეში შესვლა არ მინდა. ამ შემთხვევაშიც ვხედავ ფაქტს, რომ ხდება ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რა მოტივაცია ჰქონდა ამას, მე არ ვიცი“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






