"მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ეტყვიან „მესტა“... ავლაბრის სასახლეში გადმოსვლით ბიძინას ვაჩვენე, რომ არ ვემორჩილებოდი"- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:23, 24 Oct, 2018     8252

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში, გოგი გახარიას გადაცემაში „ანარეკლები“ პრეზიდენტის სასახლეზე ისაუბრა.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, "პრეზიდენტის სასახლემ 5 წლის გატარების შემდეგ შეიძინა სიმბოლიკა, რომ აქ ყველა ერთი ადამიანის ჭკუაზე არ დადის".

„თავიდან უარს ვამბობდი ამ სასახლეში გადმოსვლაზე. თუმცა, ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება. წინასაარჩევნო დაპირებაა, მაგალითად უფასო ფული გექნება, გაზი დაიკლებს, ბენზინიდან ლარი აღარ წავა „ნაცების“ ჯიბეში და წინასაარჩევნო დაპირებაა სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება, ეს იყო ჩემი შეხედულების გაზიარება, რომ მე არ მინდა. არ მიმღებლობა გამომდინარე იყო იქედან, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო წინა პრეზიდენტი. ეს იყო საფუძველი არ მიღების.

მაგრამ არჩევნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი, ჩემი და მმართველი კოალიციის გზები გაყოფილია. ბევრი პერსონაჟი იყო შიგნით და რა თქმა უნდა მთავარი როლი ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა. არჩევნების შემდეგ ეგრევე გაიყო ჩვენი გზები"- თქვა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ამ გაყოფას სჭირდებოდა პოლიტიკური სიმბოლო.

"ეს ყველაფერი მიმდინარეობდა კულისებში და საჭირო იყო ჟესტი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ეტყვიან „მესტა“ და სადაც ეტყვიან იქ დაჯდება ან დაწვება. ყველა აქტორთან მიდიოდა ჩემი დისკრედიტაცია და მე ამას წყნარად ვითმენდი.

აქ გადმოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ ეს არ არის ის, ვინც ემორჩილება. ამაზე წამოვიდა აგრესია, რომ ჩვენ ყველანი ვართ მორჩილებაში და შენ რა უფლება გაქვს არ დაემორჩილო"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42