საპრეზიდენტო არცევნები 2018 - რამდენიმე საათში საქართველოში ეუთოს „ოდირის“ მისიის დამკვირვებელთა კიდევ ერთ ნაწილს ელოდებიან. არჩევნებზე ორგანიზაცია ათეული ადამიანით იქნება წარმოდგენილი.
დამკვირვებელთა ნაწილი საქართველოში რამდნეიმე დღის წინ ჩამოვიდა. მათ შორის არის მისიის ხელმძღანელიც.
"დემოკრატიული არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩატარდეს. არჩევნებს ეუთოს, ევროსაბჭოს და ნატოს საპარალამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე ევროპარლამენტარები დააკვირდებიან.
დამკვირვებელთა ჯგუფები დაესწრებიან ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესს საარჩევნო უბნებში. ჩვენს წინასწარ ანგარიშს არჩევნების მეორე დღეს პრეს-კონფერენციაზე წარვადგენთ,"-აცხადებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გერტ-ჰაინრიხ არენსი.
მასალის გამოყენების პირობები






