ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2 რომ გამოირთოს, მოსახლეობა ქვეყანაში აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავს - ეს განცხადება ექსპრემიერმა ტვ იმედის ჟურნალისტის მიერ დასმული კითვიხს პასუხად გააკეთა.
„ნეგატივი საიდანაც მოდის მე მიგანიშნეთ უკვე. სთხოვეთ თქვენს კოლეგას, მაცადოს პასუხი გაგცეთ. დღეს რომ გამორთოთ რუსთავი 2 ქვეყანაშ აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ევრრაფერს ნახავთ, ის რაც მოდის რუსთავი 2-დან არის სიცხურე“ - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თამჯდომარე ამბობს, რომ პრობლემები და გადაცდომები შეიძლება იყოს მთავრობაში და ეს ყველა ქვეყანაში ნორმალურია.
„ის რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში და ხელისუფლების სხვა შრტოებში ესაა ნორმალური ყველა ქვეყანაში, შეიძლება იყოს გადაცდომები და კორუფცია და ამას უნდა არგუმენტები და საბუთები. ის, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პასუხი მოეთხოვება ყველას ამის მაგალითია მირზა სუბელიანი რომ არის დაპატიმრებული“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






