„საქმის მოგვარებაზე რომ იყო საუბარი არსად არ ჩანს იმ ჩანაწერებში, რაც ფალსიფიცირებული და გადაკეთებული იყო, ავთენტურობა ვერ დადასტურდა. ბიზნესმენებს ვხვდები და ეს ძალიან კარგია, როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს ისე შევხვდი, ძალიან კარგ პროექტს ვაპირებდით.ბაჩიაშვილმა ისაუბრა ამ პროექტზე. ბიზნესმენებთან შეხვედრა თქვენ თვლით, რომ დანაშაულად აღიქმება? დაგაზუსტებინეთ იმიტომ, რომ ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია, ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის ისეთი აქცენტით გაკეთებული, რომ ეს თავშივე დანაშაულს შეიცავს... არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს. არა გაქვთ საფუძველი, რომ კაცი დაისაჯოს და ჟურნალისტი დასჯას ითხოვთ. ბიზნესმენებთან შეხვედრა გაგრძელდება და თანაინვესტირების ფონდიც შეგახსენეთ, ეს იყო საფუძველი ოქუაშვილთან მოსვლისა და ამ მიზეზით მოვიდა ყიფიანიც თავის დროზე, მათ თამბაქოს წარმოებაზე ქონდათ პრეტენზია და ძალაინ გამიხარდა, ბაჩიაშვილმა მოყვა. ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა, მე დავაფინანსებდი ამას, ყიფიანსაც წილი ექნებოდა. თამბაქოს წარმოებაზე იყო საუბარი აჭარასა და კახეთში, მერე შეიძლება მთელ საქართველოზე გავრცელებულიყო. ეს პროექტი შეიკრა... აი სარდაფზეც მივიდეთ, ოქუაშვილი ლევანთან ერთად 2-ჯერ იყო მოსული. მის ინტერვიუში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში და თურმე 4 თითით ვანიშნე, ამ აბსურდზე მიაქციონ ყურადღება, ჩემთან მოსული კაცის თუ ჩაწერების მეშინია შემიძლია შევამოწმო, როგორც წესი არ ვამოწმებ. ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა, მას შეეძლო ამით ესარგებლა, რაშიც პროფესიონალია, როგორც ჩანს, რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს. როგორ წარმოგიდგენიათ ჩემ კაბინეტში 4 თითს ვაჩვენებ და ვერ ვეუბნები, მეშინია არ ჩაიწეროს, თუ ამის მეშინოდა შემეძლო შემემოწმებინა. კითხვის მთავარი არსი რაცაა, რაში უნდა აგდაეხადა ამ კაცს ფული, მთელ თვეზე მეტია თემა მუსირებს და რაში გადაიხადა ამ კაცმა ქრთამი?“- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






