ფრაქცია „ქართული ოცნები“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 20:49, 23 Oct, 2018     3178
აქვთ მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რისთვისაც არ ერიდებიან ტყუილს, დაბრალებას და ანტიეროვნულ კამპანიასაც კი - ამ განცხადებით ეხმაურება ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ განცხადებას. საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწერილ წიგნზე, სადაც ის საუბრობს აგვისტოს ომზე. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის განცხადებები, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, რუსეთმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენა.

„როგორც ჩანს გუშინდელი ჩვენი განცხადებები და შესაბამისი მინიშნებები ე.წ. ”ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვერ ან არ გაიგეს და დღესაც იგივე პათოსით აგრძელებენ განცხადებების კეთებას. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ:

1. საუბარია არშემდგარ სასამართლო პროცესზე - სარჩელი, რომელზეც ისინი საუბრობენ, ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ამ დრომდე წარმოებაშიც კი არ მიუღია.

2. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

3. რუსეთის მხარემ თავის დროზე წარადგინა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის მაშინდელი, ანუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოფიციალური პირების გამონათქვამებიც. თუმცა, ჩვენ კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ და ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსული მხარის მიერ წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას და არგუმენტს საფუძველი არ გააჩნდა.

4. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი „ევროპული საქართველოს“ სახით, წინასაარჩევო მიზნებისთვის, რუსულ ლოგიკას ეთანხმება ჰააგაში მტკიცებულებების წარდგენის საფუძველთან დაკავშირებით.

მივმართავთ მათ, სანამ აგვისტოს ომის თემაზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20% ოკუპირებული; რატომ არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები; რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვეში ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტში წერია:

„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა”.

ამ ყველაფრის ფონზე, ნაციონალური მოძრაობას და მის სხვადასხვა განშტოებებს აქვთ მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რისთვისაც არ ერიდებიან ტყუილს, დაბრალებას და ანტიეროვნულ კამპანიასაც კი.

დარწმუნებული ვართ, საზოგადოება სწორად შეაფასებს მოვლენებს და 28 ოქტომბერს ის მიიღებს გადაწყვეტილებას პროდასავლური კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“ - ნათქვამია მამუკა მდინარაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42