"მე არავის, არაფერს დავპირებივარ და ნუ მთხოვთ პასუხს!" - ნინელი ჭანკვეტაძეს არ ახსოვს 2012 წელს რას ჰპირდებოდა ხალხს
პოლიტიკა - 17:19, 23 Oct, 2018     20692
"ჩვენ დღეს ვდგავართ გზაჯვარედინზე და შეგვიძლია, ავირჩიოთ გზა, როცა შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ წესიერი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც არაფრის ეშინიათ და უყვართ საკუთარი ქვეყანა. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა ფულით კეთდება და პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი მიზანი ფულია. ვფიქრობ, ეს მითიც დაიმსხვრევა, რადგან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უფრო მძლავრი იარაღი აქვს - ეს არის წესიერება, ღირსება და საქმის უანგაროდ კეთება. როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერავინ დააკავებს, ისე შეუძლებელია, ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა ვინმემშეაჩეროს", - ეს სიტყვები მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ 2012 წელს წარმოთქვა, როდესაც "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერებს შორის იყო.


ამჯერად ქალბატონი ნინელი ჟურნალისტების კითხვებს კატეგორიულად გაურბის, თუ რატომ? - ამის გარკვევა "კვირის პალიტრა" თავად მსახიობთან შეეცადა:

- ქალბატონო ნინელი, რას იტყვით დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, გაამართლა თქვენი იმედები "ქართულმა ოცნებამ"?

- მე რატომ მთხოვთ პასუხს ვერ ვხვდები, დაგავიწყდათ ჩემი პროფესია? მე მსახიობი ვარ და არა მთავრობის წევრი! ხომ ხედავთ არანაირი თანამდებობაზე არ ვარ, არ წავსულვარ იმ სტრუქტურებში, სადაც შეგეძლებოდათ ჩემთვის რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის დაკისრება. ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს და წერტილი დაესვას ამ ყველაფერს!

ყველას გთხოვთ, მე ნუ მთხოვთ პასუხს! თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი ანაც თეატრის დირექტორი! ჩვეულებრივი მსახიობი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე,, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ თავის არჩევანს აკეთებს! აქ დავასრულოთ! ჩემს არჩევანს პირადი სარგებლის მიღების მიხედვით არასოდეს გავაკეთებ! ჩემი ცხოვრება ყოველთვის ასე გაგრძელდება: ვიყავი მსახიობი, ვარ და ვიქნები...

- მაგრამ თქვენ 2012 წელს ხალხს ჰპირდებოდით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლებოდა...

- მომისმინეთ ახლა ერთი წუთით, მტკნარი სიცრუეა, რასაც თქვენ ბრძანებთ! არცერთ ჩემს გამოსვლაში მე არავის, არაფერს არ შევპირებივარ! ვამბობდი, რომ მე ამიტომ ვაკეთებ ამ არჩევანს და ვისაც რა არჩევანი გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი... ცხოვრებაში არავისგან არ მომითხოვია ის, რასაც ჩემ თავს ვთხოვ! დავამთავრე, სრულყოფილი პასუხი გაგეცით!

- არსებობს არქივი, სადაც თქვენ ხალხთან შეხვედრაზე აცხადებდით, რომ თითოეულ სოფელს ექნებოდა 5-მილიონიანი პროექტების განხორციელების საშუალება, იაფფასიანი, ხანგრძლივი კრედიტები...

- ჯერ იპოვეთ ეს ინფორმაცია და მერე მელაპარაკეთ! ვიმეორებ, რომ ეგ არის მტკნარი სიცრუე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები! ეგ იყო რაღაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტები და განცხადებები, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ აკეთებენ გამომსვლელები! ასე, რომ ჟურნალისტებმა აღარასოდეს ასეთ თემებზე აღარ დამირეკოთ! თუ გაინტერესებთ მიღწევები ჩემს სამსახიობო კარიერაში ან გასტროლების შესახებ, მაშინ, კი ბატონო!


- კარგით, ეგეც რომ გვითხრათ, რა მიღწევები იყო ამ წლების განმავლობაში კულტურის სფეროში?

- ეგეც არა! ეს თემა უნდა იყოს მთავარი სასაუბრო!

ვიმეორებ მე არ ვარ მთავრობის წევრი, თქვენ ანგარიში გაბაროთ და რამეზე პასუხი ვაგო! გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42