"მიმდინარეობს სახელისუფლებო ბრძოლა წესების გარეშე" - უსუფაშვილი 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:10, 23 Oct, 2018     857
"შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა.

უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა არ გაიმეოროს მისი შეცდომები და გამოიყენოს მმართველ გუნდზე ზემოქმედების ბერკეტები. ქართულ "ქართულ ოცნებას" კი 2019 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ურჩია.

"მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჩემთან დებატებს თავს არიდებს. ამიტომ, იძულებული ვარ ბრიფინგით მივმართო და შევახსენო, რომ იგი თავისივე ნებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი გახდა და სრულად აგებს პასუხს ამ გუნდის მოქმედებაზეც თუ უმოქმედობაზეც.

ქვეყანაში მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს მმართველი გუნდის კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეული პოლიტიკური ინიციატივებით და არა შავ პიარში შეჯიბრით ან „ნაცებს ჯერ კიდევ ვჯობივართ“ თვითდამშვიდებით.

მმართველმა გუნდმა უნდა ისარგებლოს კონსტიტუციური მექანიზმებით და გამოაცხადოს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ეპოქა დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

ამგვარი პოლიტიკური განაცხადით დღეს შესაძლებელია კრიზისის განმუხტვა. ხვალ შეიძლება ესეც აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. დღეს სახელისუფლებო პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს მმართველ გუნდზე ზემოქმედების ბერკეტები. არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მას ეს ბერკეტები აღარ ექნება.

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეძლოს ამის გაკეთება 28 ოქტომბრამდე და დაამტკიცოს, რომ მას „ოცნებასთან“ ალიანსი ქვეყნის სამსახურისთვის უნდოდა და არა თავისი გაპრეზიდენტებისთვის.

მე მას ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მე კოალიციის პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში მივმართე მოსაგვარებელი სისტემური პრობლემების ვრცელი ნუსხით და ბიძინა ივანიშვილის მხურვალე მხარდაჭერაც მივიღე ყველა პუნქტზე. მაგრამ ნელ-ნელა ყველა პრობლემა პრობლემად დარჩა და პრობლემაზე ყველა ხმის ამომღები ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა..." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42