გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები შესაძლოა გაიზარდოს - ფასის მატების მოთხოვნით სემეკს კომპანიებმა უკვე მიმართეს
პოლიტიკა - 15:50, 23 Oct, 2018     1331
სემეკის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ გაზსა და ელექტორენერგიაზე ტარიფები გაიზარდოს. ირინა მილორავა აცხადებს, რომ გაზმომარაგები კომპანიებმა უკვე მიმართეს მათ და წლის ბოლომდე უნდა მოხდეს ტარიფების გადახედვის საკითხი განხილვა. რაც შეეხება ელექტროეენერგიაზე ტარიფის მატებას, სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ელექტრომომარაგების კომპანიებს ამ დრომდე არ მიუმართავთ, თუმცა თუკი კომპანიების ხარჯები შეიცვალა, მათ აქვთ უფლება, სემეკში ფასის ზრდაზე მიმართვა გააკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სამი წლით ტარიფი უკვე დაადგინა, არ აქვს უფლება მიმართვის შემთხვევაში ტარიფს არ გადახედოს.

„სატარიფო განხილვა ეხება რამდენიმე კომპანიას. ეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. კომპანია „ყაზტრანსგაზს“, „საქორგაზს“ და“სოკარჯორჯიაგაზს“. შესაბამისად, როგორ იქნება საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი, დამოკიდებულია ამ კომპანიების ტარიფების დადგენაზე. პასუხი გვეცოდინება ამ წლის ბოლომდე.

ენერგეტიკული სექტორისთვის ტარიფები დავადგინეთ შარშან და მან მოვა პერიოდი 2019-2020 წლის ჩათვლით. თუ კომპანიები შეაფასებენ, რომ გარკვეული ცვლილებები იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვეჰნ საფუძვლად დავუდეთ ტარიფის დათვლას, გარკვეული ცვლილებები შევიდა და შეიცვალა მათი ხარჯები და შემოსვალები, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება, მოგვმართონ სატარიფო განაცხადით“-განაცხადა ირინა მილორავამ.

ლარის გაუფასურებამ შესაძლოა ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე სამომხმარებლა ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს. ენერგეტიკოსების განცხადებით, თუ ლარი 2.80-ამდე გაუფასურდა, მაშინ კომპანიები იძულებულები გახდებიან ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს მიმართონ.

„თუ წავიდა 2.8, 2.9 მაშინ მოხდება ეგეთი რაღაც, რომ კომპანიებს ექნებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. ბუნებრივია შენ ყიდი ლარში გაზს და ყიდულობ დოლარში. ასევე გარკვეული პრობლემები შეიქმნება შემოტანილ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ჩვენ საკმაოდ ნორმალურ ფასად ვყიდულობთ ამ ელექტროენერგიას ამერიკულ ცენტებში, მაგრამ ვღებულობთ მოსახლეობიდან ლარებში. თუ აქაც სერიოზული კატასტროფა მოხდა აქაც გარკვეული პრობლემები ალბათ შეიქმნება,“-განაცხადა გია არაბიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42