"კორუფციამ და დაუსჯელობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია" - "ძალა ერთობაშია" საერთაშორისო გამჭვირვალობის ცენტრალური ოფისის დასკვნას ეხმაურება
პოლიტიკა - 15:49, 23 Oct, 2018     1061
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია "საერთაშორისო გამჭირვალობის" ცენტრალური ოფისის იმ დასკვნას ეხმაურება, სადაც ხელისუფლების მიტაცებასაზეა საუბარი და საქართველოში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას იმიჯი აქვს შელახული.
ამ ვითარებაში, "ძალა ერთობაშია" წევრები მიიჩნევენ, რომ ქართველი ამომრჩეველი 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს, რითაც "საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებაში მოკალათებულ კრიმინალებს".

"2018 წლის 16 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც ის საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფოს მიტაცების (state capture) მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის შეშფოთებას აღნიშნული საკითხზე და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის მძიმე პოლიტიკური სკანდალებიდან სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა.

მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ყოველდღიურად მზარდ უკუსვლას სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით. უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქისათვის თვალსაჩინო ხდება, რომ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეული პროგრესი ჩანაცვლდა კლეპტოკრატიითა და კორუფციის დაუსჯელობით. და ამ პროცესმა უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ქვეყანაში მოქმედი კრიმინალურ-მაფიოზური არაფორმალური მმართველობის პირობებში საქართველოს სამართავდამცავი ორგანოებმა ვერ/არ გამოიძიეს ვერც ერთი საქმე, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა და რომელშიც ხელისუფლების პირდაპირი ინტერესი იკვეთებოდა. ჩვენ არც ახლა გვაქვს იმის იმედი, რომ სამართალდამცავები გამოიძიებენ ბოლო პერიოდში, მედიაში გავრცელებული აუდიო/ვიდეო ჩანაწერების სკანდალურ (ომეგა ჯგუფი, მირზა სუბელიანი) საქმეებს სადაც ნათლად ჩანს ხელისუფლების უმაღლესი პირების მაფიოზური ინტერესები და მათი ზეწოლა ბიზნესსა და თავისუფალ მედიაზე.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ 28 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს, რითიც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებაში მოკალათებულ კრიმინალებს. ამავე დროს, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო სექტორთან ერთად არ დავუშვებთ არჩევნების შედეგებით მანიპულირებასა და გაყალბებას" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42