„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სწორედაც მიუთითებს იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კასეტური ჭურვებით დაბომბვის შემდეგ განხორციელდა და მოხდა ეს ფართო საომარი მოქმედებები.
ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც დათო ბაქრაძემ და მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველმა და ახალმა დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტობის კანდიდატს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც საერთაშორისო დოკუმენტში არ არის ჩამოყალიბებული.
რუსეტი რას გამოიყენებს ეს რუსეტის საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ის რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განხორციელდა და გაკეთდა რუსული სცენარის მიხედვით,“-ამბობს გია ვოლსკი.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ქართული ოცნება სახელმწიფოს დაცვის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატად გვთვაზობს ადამიანს, რომლის ციტატებსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს საერთშორისო დავებში.
მასალის გამოყენების პირობები






