მისი თქმით, ქართული ოცნება სახელმწიფოს დაცვის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატად გვთვაზობს ადამიანს, რომლის ციტატებსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს საერთშორისო დავებში.
„მინდა წარმოგიდგინოთ დოკუმენტები და ჟურნალისტებს გადავცე შემდგომ ეს მასალა, რომელიც გამოქვეყნებულია გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამრთლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშული დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან დავაში იყენებს სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ნარკვევს. რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის უკან იმალებოდა განზრახვა სამხედრო რევანშის და ტერიოტირიების ძალისმიერად დაბრუბენების, ეს არის გამოყენებული რუსეთი ფედერაციის მხრიდან და მოყვანილია ოფიციალურად ციტირებულია ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სასამართლო დავაში, რაც არის უტყუარი დასტური იმის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მაშინაც და ახლაც ეწევა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას.
მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომ გაეროს მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავა არ არის დასრულებული. რასაც არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტი შემდგარია, რომ იყენებს ზურაბიშვილის გამონათქვამებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში დავა დასრულებული არ არის. სასამართლომ მოუწოდა მხარეებს, რომ ამოეწურათ დიალოგის ყველა რესურსი ანუ სასამართლოში საქმის განახლებამდე ეწარმოებინა დიალოგი რა მიზნითაც საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო გაეგრძელებინა წინა მორბედი ხელისუფლების ნაბიჯები გაეგზავნა ოფიციალური ნოტები და ეჩვენებინა სასამართლოსთვის, რომ დიალოგის ყველა გონივრული რესურსი არის ამოწურული და ამის შემდგომ ჩვეულებრივ განახლდებოდა დავა საერთაშორისო სასამართლოში. ქართული ოცნების მხრიდან იმის აღიარება, რომ ამ სასამართლოში დავა აღარ მიმდინარეობს ეს ნიშნავს პრაქტიკუალდ კაპიტიტულანტურ დამოკიდებულებას საერთაშორისო სასამართლოებში დავების მიმართ და ეს კიდევ უარესი და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართული ოცნება სახელმწიფოს დაცვის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატად გვთვაზობს ადამიანს რომლის ციტატებსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს საერთშორისო დავებში" - განაცხადა ოთო კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






