გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ჰააგის სასამართლოში საქართველოს საწინააღმდეგოდ არგუმენტებად სალომე ზურაბიშვილის წიგნში მოყვანილ ფრაზებს იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით არასდროს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც საერთაშორისო დოკუმენტებში არ არის ჩამოყალიბებული:
„მე ვუშვებ იმას, რომ რუსეთმა არ თარგმნა და მტკიცებულებად არ წარადგინა ის, რასაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად დაუჭირა მხარი რეზოლუციის სახით. ვუშვებ, რომ რუსეთი ამ ყველაფერს არ გამოიყენებს, რადგან სააკაშვილმა სწორედ რუსეთის სცენარი შეასრულა. რუსეთი მისი სცენარის შემსრულებლების წინააღმდეგ არ გამოვა და შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი რაღაც მტკიცებულებად აიღოს, რაც როგორც მტკიცებულება, ნამდვილად არ გამოადგება. საქართველო არავის ტერიტორიაზე არ შეჭრილა და ომი არ გამოუცხადებია. ჰააგაში მიმდინარე პროცესი რუსეთს არავითარ პერსპექტივას არ უჩენს, რომ მსოფლიომ დაივიწყოს ვინ შეიჭრა, ვინ განახორციელა აგრესია და ვინ არის ოკუპანტი. სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით არასდროს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც საერთაშორისო დოკუმენტებში არ არის ჩამოყალიბებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






