პრეზიდენტი ლაშქრობებში - მსოფლიოში საქართველოს გაცნობისა და პოპულარიზაციისთვის
საზოგადოება - 18:05, 05 Sep, 2013     1305

სამდღიანი მოგზაურობის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე გამოცდილ მთასვლელთან ერთად მყინვარის გარშემო მთები და პლატო დალაშქრა. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდნენ რუსი საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვი და გოგა ხაჩიძე.

 

მათ გერგეთის სამების ეკლესიიდან მეტეოსადგურის საბაზო ბანაკამდე 15 კილომეტრი ფეხით გაიარეს. გზაში პრეზიდენტს უცხოელი ტურისტების რამდენიმე ჯგუფიც შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ბეთლემის მცირე ტაძარი მოილოცა, რომელიც 4100 მეტრზე მდებარეობს.

 

ქარიშხალმა, რომელმაც ლაშქრობის მონაწილეებს 4500 მეტრის სიმაღლეზე მოუსწრო, ლაშქრობა შეაფერხა. თუმცა მიუხედავად დაბრკოლებებისა, ამინდის გამოსვლასთან ერთად ის უახლოეს დღეებში დასრულდება. ლაშქრობისას მყინვარზე ტემპერატურა -15º იყო, მაშინ როდესაც ბარში სითბო +30º-ს აღწევდა.

 

პრეზიდენტმა ლაშქრობაში მონაწილეობა საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მიიღო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ასი ათასიდან - ხუთ მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის აზრით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და სწორი რეკლამის პირობებში, საქართველოს ოცი მილიონი ტურისტის მიღება შეუძლია, რაც განუზომლად გაზრდის თითოეული ქართველის შემოსავალს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42