„სტარტაპერი" დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:15, 23 Oct, 2018     953

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტს - 15 000 ლარამდე სტარტაპსესხს სთავაზობს უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე და სტარტაპერებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს.

15 000 ლარამდე სტარტაპსესხით სარგებლობისას, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას, ისე ბიზნესიდეის რეალობად ქცევას.

სესხით სარგებლობა ნებისმიერი სფეროსა და მიზნობრიობის ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების, მომსახურების, წარმოებისა და ელ.კომერციის მიმართულებით (გარდა სტანდარტული ვაჭრობისა).

პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. დაინტერესების შემთხვევაში, სტარტაპერებმა განაცხადი პროგრამის ვებ-გვერდზე https://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენლები მათ დაუკავშირდებიან. განაცხადის შევსებისას ბიზნესგეგმისა და სხვა მონაცემების დამატებით წარდგენა არ მოითხოვება. რაც შეეხება სესხის პროცენტს, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბიზნესისა თუ იდეის რისკიანობაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და სხვადასხვა ფაქტორზე.

პროგრამა „სტარტაპერი" თიბისი ბანკმა 2 წლის წინ დაიწყო. მიზანი დამწყები კომპანიების მხარდაჭერა და სტარტაპეკოსისტემის განვითარება იყო. დღეს პროგრამა უკვე 17 000 სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. 75 მილიონი ლარით „სტარტაპერმა" უკვე 400-მდე კომპანიას გაუწია ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე www.Startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამის მონაწილე სტარტაპების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42