ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.
ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერსა და ცესკოს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებს შეწყვიტონ ზეწოლა საჯარო მოხელეებზე.
"ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, სადაც საჯარო მოხელეებს დედაქალაქის მაფიოზი მერი კახი კალაძე, აიძულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს.
ჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დავალება მიღებული იმისთვის, რომ პრეზიდენტად აირჩიონ სალომე ზურაბიშვილი. დედაქალაქის მერს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ მოქალაქეებზე და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა.
ასევე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვისზეც ახორციელებენ ზეწოლას და ვისაც სთხოვენ, ოჯახისწევრებმა ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს, მოითმინეთ 28 ოქტომბრამდე, დაუქნიეთ თავი, გამოართვით თანხა, მიიღეთ მათი დავალება და 28 ოქტომბერს როგორც მოგატყუათ ქართულმა ოცნებამ 2012 წელს, ასევე მოატყუეთ თქვენც და გააკეთეთ კონკრეტული არჩევანი“- მიმართა ხაბეიშვილმა ამომრჩეველს.
მასალის გამოყენების პირობები






