ორეული და "ეფლის" საათზე ჩაწერილი საკუთარი სიკვდილი - ახალი დეტალები ჯამალ ხაშოგის სასტიკი მკვლელობის საქმეში
მსოფლიო - 13:05, 23 Oct, 2018     4262
დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა არ დაუჯერეს საუდის არაბეთს, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საკონსულოში ჩხუბის დროს შემთხვევით მოკვდა. გერმანია ერ-რიადისთვის იარაღის მიწოდებაზე საყოველთაო ემბარგოს გამოცხადების მოწოდებით გამოდის.


საუდის არაბეთის ხელისუფლება 2 კვირის განმავლობაში უარყოფდა ხაშოგის გაუჩინარებასთან კავშირს, რომელიც 2 ოქტომბრის შემდეგ დაიკარგა, მას შემდეგ, რაც სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლება ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ხაშოგი საკონსულოში შესვლისთანავე მოკლეს და მისი ცხედარი დაანაწევრეს.

გასული კვირის ბოლოს, ერ-რიადმა აღიარა ხაშოგის სიკვდილი, თუმცა განაცხადა, რომ ჟურნალისტი ჩხუბის დროს შემთხვევით იქნა მოკლული .

კვირას, ამერიკულ სატელევიზიო არხ Fox-თან ინტერვიუში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ ალ-ჯუბეირმა სამძიმარი გამოუცხადა ოჯახს და ხაშოგის ახლობლებს.

„სამწუხაროდ, დაშვებული იქნა უზარმაზარი და სერიოზული შეცდომა და მე ვარწმუნებ მათ, რომ დამანაშავეები დასჯილები იქნებიან.“- განაცხადა საუდის არაბეთის მინისტრმა.

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ამ ვერსიის საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საუდის არაბეთისგან ახალი განმარტებები მოითხოვეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირას განაცხადა, რომ გერმანია საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ არის კმაყოფილი საუდის არაბეთის ახსნა-განმარტებებით. დონალდ ტრამპის თქმით, ის ესაუბრა ჯამალ ხაშოგის საკითხზე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

„არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც მოვისმინე. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე უნდა ჩავყვეთ.“ - აღნიშნა ტრამპმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კვირას პირობა დადო, რომ ჟურნალისტის დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებით სიმართლეს აუცილებლად გამოავლენს. სამშაბათს ის ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ისაუბრებს.

საუდის არაბეთის განმარტებებით უკმაყოფილოა კანადის და ავსტრალიის ხელისუფლებაც.

ამავე დროს, დასავლელი ლიდერები ჯერჯერობით არ საუბრობენ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებზე. ასეთი სანციების დაწესება ძნელი იქნება, რადგან საუდის არაბეთი არის უმსხვილესი ინვესტორი, ნავთობმიმწოდებელი და იარაღის შემსყიდველი.

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ იარაღის მიწოდების შეწყვეტა, უფრო მეტად აშშ-ს დააზიანებს. იგივე განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა და სანქციებზე საუბარს ნაადრევი უწოდა.

საუდის არაბეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, მხოლოდ რამდენიმე მეზობელმა-მოკავშირემ: კუვეიტმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა.

რუსეთს ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ქმედებები ჯერჯერობით არც დაუგმია და არც მხარი დაუჭერია, თუმცა ახლო მომავალში ერ-რიადში პუტინის ვიზიტი იგეგმება და ამაზე აქტიურად მუშაობენ ორივე ქვეყნის შესაბამისი უწყებები.

საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავეს, თანამდებობიდან დაითხოვეს ტახტის მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის ორი თანაშემწე და მისივე ხელმძღვანელობით იგეგმება სადაზვერვო სისტემის რეფორმირება.

საუდის არაბეთის მიერ გაჟღერებული ჩხუბის ვერსია ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდანაშაულებია საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ხაშოგი საუდის არაბეთიდან ჩამოსულმა აგენტების ჯგუფმა საკონსულოში მოკლა.

ამჯერად ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ის, თუ სადაა ხაშოგის ცხედარი?

პოლიციამ სტამბოლში მდებარე ბელგრადის ტყე გაჩხრიკა, გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ცხედარი სწორედ იქ იქნა წაღებული. ჩხრეკა ასევე ჩატარდა საუდის არაბეთის საკონსულოში და კონსულის რეზიდენციაში. თურქული ტელეკომპანია NTV -ის ცნობი, თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულომ თავისი დიპლომატიური ავტომობილის ჩხრეკის ნებართვა არ მისცა. მედიასაშუალების ცნობით, საუდის არაბეთის საკონსულოს კუთვნილი მანქანა სტამბოლის ცენტრში, სულთანღაზის უბანში იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია რომ სამართალდამცავებს ავტომობილის გაჩხრეკის საშუალება ხვალ მიეცემათ.

თავდაპირველად საუდის არაბეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა ხაშოგის საქმესთან კავშირს და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა უვნებლად დატოვა, თურქული მედიის ინფორმაციით კი ხაშოგის ტანსაცმელი საუდის არაბეთიდან ჩამოსული აგენტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჩაიცვა და საკონსულო ხაშოგის ნაცვლად სწორედ მან დატოვა. სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგი ცოლთან განქორწინების საბუთის მისაღებად მივიდა, რომელიც საუდის არაბეთში ცხოვრობს, ეს მას თურქეთის მოქალაქეზე დასაქორწინებლად სჭირდებოდა.

თურქეთის ხელისუფლების მიერ მოპოვებულ მასალას, იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსულო ხაშოგის ნაცვლად სხვა პირმა დატოვა ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მასალის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ხაშოგის მისვლამდე, დაახლოებით ორი საათით ადრე, საკონსულოში შევიდა მუსტაფა ალ-მადანი (კუბოკრული პერანგით). ის ერთ-ერთია იმ 15 ჯალათიდან, რომელიც საუდის არაბეთიდან თურქეთში სპეცრეისით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დღეს ჩავიდა.

2:52 საათზე ვიდეოკამერები ჯამალ ხაშოგის ტანსაცმელში გამოწყობილ მუსტაფა ალ-მადანის თანმხლებ პირთან ერთად საკონსულოს უკანა გასასვლელთან აფიქსირებენ.

4:06 საათზე მუსტაფა ალ-მადანის სტამბოლის სათვალთვალო კამერები ცისფერი მეჩეთის მიმდებარედ აფიქსირებენ, სადაც ის საპირფარეშოში შედის, იქიდან დაბრუნებულს კი, კვლავ საკუთარი სამოსი აცვია. მის თანმხლებ პირს ხელში შავი პოლიეთილენის პარკი უკავია. მუსტაფა ალ-მადანი ტაქსიში ჯდება და სასტუმრო Movenpick -სკენ მიემართება, სადაც მისი თანმხლები პირი ნაგვის ურნაში შეფუთვას, (სავარაუდოდ ჯამალ ხაშოგის ტანსაცმელს) აგდებს. ერთ-ერთ ბოლო კადრში მუსტაფა ალ-მადანი ლიფტთან წვერის გარეშეა დაფიქსირებული.

პროსახელისუფლებო თურქული გაზეთი Yeni Safak-ი წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებას აქვს რამდენიმე აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ აწამებდნენ ხაშოგის, ვიდრე მოკლავდნენ. გამოცემის ინფორმაციით ჩანაწერში ისმის საუდის არაბეთის კონსულის ხმაც: „ეს გარეთ გააკეთეთ, თქვენ მე პრობლემებს მიქმნით“

არაოფიციალური ინფორმაციით ხაშოგმა საკუთარი წამება და სიკვდილი, სავარაუდოდ, „ეფლის“ საათით ჩაიწერა, პოლიციამ კი ჩანაწერი ხაშოგის „აიფონიდან“ და მისი iCloud-ის ანგარიშიდან ამოიღო.

თურქული გამოცემა Middle East Eye წყაროზე, რომელმაც ეს ჩანაწერი მოისმინა, დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობას 7 წუთი დასჭირდა.

ბოლო წლებში ხაშოგი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის კრიტიკოსი გახდა, ის 2017 წელს აშშ-ში გადავიდა, საიდანაც უფრო აქტიურად დაიწყო კრიტიკა. CNN-ის წყაროები აცხადებენ, რომ საკონსულოში ხაშოგს აიძულებდნენ საუდის არაბეთში დაბრუნებას, მან უარი გაანცხადა, რის გამოც მოკლეს. CNN-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთი ჟურნალისტს კატართან კავშირში ადანაშაულებდა.

გაზეთი Washington Post-ი, სადაც ჟურნალისტი რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს, აშშ-ის დაზვერვაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუდელმა ჩინოვნიკებმა ტახტი მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანისგან მიიღეს ბრძანება, რომ ხაშოგი საუდის არაბეთში ჩაეყვანათ და იქ დაეპატიმრებინათ. თუმცა ამას საუდელი მაღალჩინოსნები უარყოფენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42