ილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო
პოლიტიკა - 12:59, 23 Oct, 2018     419

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის (იანანი) ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თბილისის მერის მოადგილემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეებმა ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებიც შეაფასეს.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ახალ ეტაპზე გადადის. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთის შესაძლებლობები უკეთ გაიცნონ. მიუხედავად ჩვენი ქალაქის 15-საუკუნოვანი ისტორიისა, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე დაიწყოს მან, როგორც მწვანე ქალაქმა, სადაც მეტი ინვესტიცია განხორციელდება, გაჩნდება ახალი ეკონომიკურად თუ კულტურულად აქტიური კერები, იმოძრავებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, განვითარდება მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი, მოწესრიგდება ქალაქის იერსახე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ღონისძიების დაწყებამდე ილია ელოშვილი ჩინეთის ქალაქ იანანის გუბერნატორს, სუ სინრონგს შეხვდა და თბილისში მიმდინარე მუნიციპალურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა თბილისსა და იანანს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

სემინარს ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, ქართული ბიზნესწრეების, ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42