გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს რეზონანსულ საქმეებსა და საკითხებზე პასუხებს სთხოვს. ამის შესახებ განცხადება, ვაშაძემ ბათუმში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
“რამდენიმ კვირაა, რაც ქვეყანა შესძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ და მოვისმინეთ ვიდეო-აუდიო ჩანაწერების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს ქართული საზოგადოება, ამაზე მუდმივად საუბრობს გაერთიანებული ოპოზიცია, მუდმივად საუბრობს ჩვენი შტაბი და მუდმივად ვსაუბრობ მე. მაგრამ არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინს მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან, შემდეგ შეკითხვებზე:
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრობისას, რატომ არ მისცა მან ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას?
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ, მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანა დასტურდება უკანონო, შეიარაღებული ბანდების მიერ, ადამიანების გატაცება, წამება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართულის საზოგადოებისთვის, უკანონო გარიგება დათუნა სარალიძის საქმეზე და მის მკვლელებზე ხელის დაფარება.
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს კომპანია „ომეგას“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელევიზია „იბერიას“ დახურვაზე. რისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორებიც ივანიშვილი და ფარცხალაძე იყვნენ.
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ბოლო ორი დღის განმავლოაბშ, მედიაში ნაჩვენებ, ეგრეთ წოდებულ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სასახლეებზე, რომლებიც მათ შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, შეძენილია კორუფციის გზით.
ჩვენ ვუახლოვდებით იმ თარიღს, რომელიც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის და ყოველ მოქალაქეზე, პატრიოტზე იქნება დამოკიდებული, წავალთ უკანონობის, უსამართლობის და ნარკობარიგობის გზით, თუ ავირჩევთ იმ გზას, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს სრულფასოვან დემოკრატიამდე და იმ წერტილამდე,ს ადაც საქართველო, თავისი ჩამოყალიბებული საზოგადოებით, დემოკრატიით და ეკონომიკით მიაღწევს თავის მთავარ შიდა და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






