ონიანის თქმით, მინისტრისგან ეს მოულოდნელი რეაქცია იყო.
"არსებობს ფონი, რომელიც არის ქვეყანაში ძალიან საგანგაშო. მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მიტაცებასთან დაკავშირებით, აქ მოვიყვანე ის მაგალითი, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური ქსელიც კი გამოეხმაურა ამას. ეს იყო და ეს, ასევე ვთქვი იმ დარტყმებზე სამოქალაქო საზოგადოების მისამართით, რომელსაც მმართველი პარტია ახორციელებს და ქალბატონი თეა წულუკიანიც მათ შორის.
გულწრფელად გეტყვით, რომ აბსოლუტურად მოულოდნელი რეაქცია იყო, არ მეგონა თუ ქალბატონი წულუკიანი ვერ გაიაზრებდა რამხელა ცუდ საქმეს გაუკეთებდა თითქოს იმ მიზანს, რასაც ემსახურება, რომ თავის თეორიული სიმართლე დაემტკიცებინა, იმიტომ რომ ასეთ ფორუმებზე, როდესაც ხელისუფლების მაღალი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას უტევს და ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააშავოს. ყველასთვის ნათელია, ამ ხალხს ბევრჯერ აქვს ეს ნანახი სხვადსხვა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთხელ დაინახეს. ეს იყო ძალიან სამწუხარო,“- ამბობს გიორგი ონიანი.
თეა წულუკიანი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.
მასალის გამოყენების პირობები






