„კიდევ ერთი ამბავი სალომე ზურაბიშვილის წარსული "პოლიტიკური " და "დიპლომატიური" "მოღვაწეობიდან". 2004 წელს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მან ჩვენს ქვეყანას დიპლომატიურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა, რომელიც საქართველოსთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ხმის მიცემის უფლების შეწყვეტას უკავშირდებოდა კერძოდ, ქ-მა სალომემ განაცხადა რომ საქართველოს მიერ გაეროს წინაშე დაგროვილი დავალიანება შევარდნაძის მმართველობის დროს წარმოიშვა და ის არ იყო ვალდებული, რომ ეს საკითხი ან მთავრობის სხდომაზე ან პარლამენტის წინაშე განსახილველად დაეყენებინა შედეგად, საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემა შეუწყდა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაზიანდა პრობლემის მოგვარება მას შემდეგ მოხერხდა, რაც სალომე აღარ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.“- წერს ნიკა ჩიტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






