მორიგი თავდასხმა მესამე სექტორზე - წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ეკა გიგაური გააკრიტიკა
პოლიტიკა - 09:57, 23 Oct, 2018     1560

მორიგი თავდასხმა მესამე სექტორზე - საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა. წულუკიანის კრიტიკა ორგანზიაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმაც დაისმახურა. წულუკიანის მსგავსი კრიტიკა ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე დასმულმა კითხვამ გამოიწვია:ნ

"საქართველოში ძალიან მდიდარია სამოქალაქო საზოგადოება. ორ საათში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. საქართველოში ნიადაგი ნოყიერია არასამთავრობოებისთვის, რომ დაფუძდნენ, გაიზარდონ და იყვნენ აქტიური სოფლებში, პატარა ქალაქებში და დიდ ქალაქებშიც. სამწუხაროდ ახლა შევეჯახეთ ახალ ვითარებას, სადაც სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით და ამის გამო მას კოლეგები აკრიტიკებენ. თუმცა, მთავრობის საქმე არ არის ამის განსჯა. ენჯეოების შიდა დავებს აქ ვერ განვიხილავთ. მაგრამ ბატონი ონიანის ყოფნა ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ენერგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ენერგიული იყვნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გადაკვეთონ საზღვარი, ჩამოვიდნენ დანიაში და უკან გამოჰყვნენ იუსტიციის მინისტრს.

არ მინდა ღრმა დისკუსიაში შესვლა აქ, რადგან იყო დიდი სკანდალი "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის" ირგვლივ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველი პარტიის წევრი იყო. ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა დოკუმენტებით აჩვენა, რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყო 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას. ახლა სასამართლოში განიხილება საქმე. ის კი უარს ამბობს გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. არ მინდა ღრმად შევიდე კამათში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ წვლილი შეიტანა ან მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში, რომლის დროსაც დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი,"-განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42