იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრება აგვისტოს ომის შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას გაუტოლდება. მისივე თქმით, განცხადებები, რომელსაც ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ აკეთებს, ქართული დიპლომატიისთვის დამანგრეველი იქნება:
„იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებას და პოზიციას, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებები, იმ შემთხვევაში თუ ის პრეზიდენტი გახდება, იქნება დამანგრეველი ამ პოზიციისთვის. ვერც ქართველი დიპლომატები, ვერც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი იურისტები ვერ შეძლებენ სახელმწიფოს პოზიციის სათანადოდ დაცვას,“-განაცხადა თინათინ ბურჯალიანმა.
ბურჯალიანის თქმით, უკვე იმასაც აღარ აქვს მნიშვნელობა შეიცვლის თუ არას პოზიციას მომავალში ზურაბიშვილი:
„ზიანი ქალბატონ სალომეს უკვე მიყენებული აქვს საქართველოსთვის, მაგრამ ეს ზიანი მხოლოდ და მხოლოდ გაასმაგდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდება,“-ამბობს ბურჯალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






