განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა - სამსუნგის მორიგი სიახლე, რომელიც მომხმარებლებს არაორიგინალი ტელეფონების შეძენისგან დაიცავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:00, 23 Oct, 2018     1740

სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის ოფიციალური წარმომადგენლობა მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს.

19 ოქტომბერს, ქინგ დევიდის ბიზნეს ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამსუნგ ელექტრონიქიქს კავკასიის კომპანის პრეზიდენტმა ჯეისონ ლიმ, მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელმა შოთა ლურსმანაშვილმა და სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინეს.

პრესკონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული თუ რა უპირატესობები აქვს პროდუქტს ოფიციალური ჰოლოგრამით და რა საფრთხეებს შეიცავს არაორიგინალი ტელეფონების შეძენა.

როგორ სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სამსუნგი სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას, იმისათვის რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. „რეალურად, დიზაინი შევცვალეთ იმიტომ, რომ უფრო მეტად მოგვერგო საქართველოს ბაზრისთვის. მასზე უკვე წარწერები დატანილია ქართულ ენაზე (ოფიციალური Samsung საქართველოსთვოს), ასევე არის დატანილი უკანა ფონად საქართველოს რუქის კონტური, რომელიც განთავსებული იქნება სამსუნგის ყუთის წინა ფასადზე. რაც მომხმარებლისთვის ძალიან მარტივად იქნება იდენტიფიცირებადი" - განაცხადა სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა.

​კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალური დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელზე.

​კომპანიის წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია სამსუნგის ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

​სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

„ჩვენ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ ოფიციალურ ჰოლოგრამიანი ტელეფონები, მოემსახურებათ ავტორიზებული სერვის ცენტრი, სადაც გამოიყენება მხოლოდ ორიგინალი ტექნიკა. გარდა ამისა, გვყავს ჯგუფები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ ტელეფონების გამართულ მუშაობას. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირია არაორიგინალი ნაწილების გამოყენება, რაც ბუნებრივია, იწვევს ჩვენი მომხმარებლების უკმაყოფილებას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი და მიიღოს ყველა ბენეფიტი, რომელსაც კომპანია მათ სთავაზობს. შესაბამისად ვცდილობთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და დავიცვათ მათი უფლებები" - განაცხადა მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელმა შოთა ლურსმანაშვილმა.

​ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები და ფასდაკლებები, და ისარგებლოს აქციებით, როგორიცაა, მაგალითად, Trede-In და "უსაზღვრო ეკრანის გარანტია".

​სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები - ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი. ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ზუმერი მათი ოფიციალური დილერი, სამსუნგის წარომადგენლობაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ზუმერი კომპანიის ოფიციალური დილერი არ არის.

პრეზენტაციის დროს სამსუნგის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს საიდუმლოც გაუმხილეს. მათი თქმით, ნოემბრის ბოლოს, საქართველოში მსოფლიოში პირველი ოთხ კამერიანი ტელეფონის პრეზენტაცია გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42