სუბელიანის კვალი კორტავას მკვლელობის საქმეში - "როცა ჩემი შვილი სულს ღაფავდა, მირზამ მკვლელი ციხიდან გააპარა"
პოლიტიკა - 17:32, 22 Oct, 2018     7430
მორიგი სკანდალური ბრალდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - მირზა სუბელიანს 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად ნაცემი და მოგვიანებით გარდაცვლილი 24 წლის პატიმრის ლევან კორტავას დედა მძიმე ბრალდებას უყენებს და შვილის მკვლელობის საქმეზე სუბელიანისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს.

ხათუნა კორტავა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი გეგუთის ციხის ე.წ. მაყურებელი ზვიად მუშკუდიანია, რომელიც სუბელიანის დეიდაშვილია. სწორედ ნათესაური კავშირისა და სუბელიანის გავლენების წყალობით, მუშკუდიანს მკვლელობა "შერჩა".

მეტიც, როგორც გარდაცვლილი პატიმრის დედა ირწმუნება, მას შემდგ, რაც ლევან კორტავა სიკვდილის პირას მიიყვანეს, სუბელიანმა მუშკუდიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 6 წლის წინ, მირზა სუბელიანი სასჯელარსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, სასჯელარსრულების მინისტრის სავარძელს კი სოზარ სუბარი იკჯავებდა.

„ლევანის მკვლელობაში წვლილი მიუძღვის ზვიად მუშკუდიანს, რომელიც გეგუთის ციხის „მაყურებელი“ იყო და როგორც გაირკვა, ის მირზა სუბელიანის ალალი დეიდაშვილია. ეს ვიცი მაღალჩინოსნებისგან. ისიც გავარკვიე, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლევანი სულს ღაფავდა, მუშკუდიანი მისმა ნათესავმა, მირზა სუბელიანმა ჯერ ციხიდან გაიყვანა, მერე კი საერთოდ ქვეყნიდან გააპარა.

სუბელიანი იცავდა მკვლელებს, სუბელიანს იცავს ფარცხალაძე, ფარცხალაძეს კი მთელი ოცნება, ამასობაში კი 6 წელი გავიდა და ჩემი პირტიტველა შვილის მკვლელობისთვის არავინ დასჯილა“- აცხადებს ხათუნა კორტავა.

შვილმოკლული დედა მაშინდელი გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის დაკითხვასაც ითხოვს.

„ნაცვლიშვილისა და კბილაშვილის პროკურატურამ გამწირა, მურუსიძის სასამართლოს კი განაჩენი ამ დრომდე არ გამოუტანია. საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, მკვლელი თავისუფლად დათარეშობს. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის მსგავსად, ჩემი შვილის მწამებლების საქმეც გაუხსნელია - მკვლელები დასჯილები არ არიან. ვითხოვ სუბელიანისთვის ბრალის წარდგენას“- აცხადებს კორტავას დედა.

2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქმის მასალების თანახმად, ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, "2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა".

საქალაქო სასამართლომ კორტავას საქმეზე ბრალდებულ 5 პირს თავისუფლების 15 წლით, ხოლო ერთ პირს 22 წლით აღკვეთა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42