რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდებს საქართველოს წინააღმდეგ იყენებს და ჰააგის ტრიბუნალში შეტანილ სარჩელს მტკიცებულების სახით ურთავს - „ევროპული საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს თავად მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ საუბარი, მე მიკვირს ის, რომ მთავრდება ახლა კამპანია და მთავარი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა, მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს ამ არჩევნებში, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რას ჰპირდება მომავლისთვის. მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს, ვეუბნები ყველგან და მე მგონი, დრო არის, რომ სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ პასუხზე. რისთვის მოდიან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები. თუ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი არგუმენტები იყოს, ცალკე ბრიფინგს მივუძღვნი ამ საკითხს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






