თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ამერიკელი და ევროპელი მკვლევარები ესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა და ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი არიან.
კრამერის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთისთვის ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იყო ბრალდებები რომელიც ახლახანს გავიდა ეთერში ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და ობიექტურად გამოიძიონ.
ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო, მნიშვნელოვანია, რომ, ყველა ბრალდება დამტკიცებული იყოს ან უარყოფილი, არცერთ ქვეყანას არ აქვს იმუნიტეტი კორუფციაზე, საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგრამ კანონზე ზემოთ არავინ არ უნდა იდგეს“ - აცხადებს დევიდ კრამერი.
მასალის გამოყენების პირობები






