ხელისუფლებამ „კანონიერ ქურდებს“ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და სიტუაციის „დალაგება“ სთხოვა - რა შემოუთვალეს ქურდებმა მთავრობას
პოლიტიკა - 15:44, 22 Oct, 2018     30155
წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლება კანონიერი ქურდებს რომ აქტიურად ეკონტაქტება ახალი არ არის. სამეგრელოში სიტუაციების დალაგება (და ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭირს ხელისუფლებას) კახა ფარფალიას სთხოვეს, აჭარის რეგიონს მინდია გორაძემ „ლავას ოღლიმ“ უნდა მიხედოს, ხოლო აზერბაიჯანულ დიასპორას - ნადირ სალიფოვმა, იგივე „გულუმ“. ამ უკანასკნელმა ქართული არჩევნები „დაიკიდა“ და შემოთვალა, თქვენთვის არ მცალიაო.

„აზერბაიჯანულ დიასპორაზე სერიოზულად გათვლა აქვს წინა ხელისუფლებასაც. პრაქტიკულად ყველა სოფელში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა განხორციელდა და აზერბაიჯანელებს მოასმენინეს ექსპრეზიდენტის სიტყვა, სადაც ის მათ ნათელ მომავალს ჰქპირდება. ამან აზერბაიჯანელებზე დიდი გავსლენა მოახდინა. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანელებისთვის სასიკეთო მესიჯები გაგზავნა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც სწორედ მათთვის ისაუბრა და ტიტრები აზერბაიჯანულად მიდიოდა. აზერბაიჯანელების არჩევნებზე გაყვანა მარტივია, მთავარია, ვის მისცემენ ისინი ხმას და ამიტომ ამ კვოტას როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აქტიურად ებღაუჭება“ - ამბობს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ამ კვირიდან ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება იწყება. შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ბენზინი იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.

ყველა მძღოლმა იცის, რომ ყველაზე ცუდი ბენზინი „სოკარის“ ქსელში იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად ამ კომპანიას ასეული ათასობით ჯარიმის გარდა, სერიოზული პრობლემები შეექმნება და აზერბაიჯანი მდარე ხარისხის დაწვავს საქართველოში ვეღარ გაყიდის, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დაარტამს. სწორედ ამას ითხოვს ალიევი, რომ ხელისუფლებამ „სოკარზე“ თვალი დახუჭოს და თანხმობა ჯერ არ მიუღია, რადგან ხელისუფლებას არ აქვს გარანტია, რომ სხვა კომპანიები არ აყვირდებიან“ - ამბობს წყარო.

18 ოქტომბერს ბრალის არარსებობის გამო, ნადირ სალიფოვი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, ერთი დღით სადეპორტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ექსტრადაცია არცერთმა ქვეყანამ არ მოითხოვა შინ გაისტუმრეს. ვერ გეტყვით, მოხერხდა თუ არა „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ათი დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და საარაუდოდ, სწორედ ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

ქურდებთან მოლაპარაკებების გარდა, ხელისუფლებას ძალიან სჭირდება ხმაურიანი საქმეების გახსნა და შსს საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამიტომ წინასააარჩევნო კვირაში აუცილებლად გაიხსნება რამდენიმე ხმაურიანი საქმე, დაკავებული იქნებიან კარკორეალიზატორები, შეიარეღებული ბანდფორმირებები და რამდენიმე ჩინოვნიკი თუმცა...


წყარო: გაზეთი "ალია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42