სუბარის უწყება - პატიმარმა თვითდაზიანება არაერთხელ მიიყენა
საზოგადოება - 16:29, 05 Sep, 2013     584

სუბარის უწყება დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პატიმრის მიმართ არანაირი სახის ფიზიკური შეურაცხყოფა და ზეწოლა არ განხორციელებულა.

 

„ადვოკატების ვასილ მამულაშვილისა და ფიქრია მახარაძის განცხადება #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ, მსჯავრდებულ უშანგი ჭუმბურიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დეტალურად შეისწავლეს აღნიშნული მსჯავრდებულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებულ უშანგი მიხეილის ძე ჭუმბურიძის (დაბადებული 03.04.82წ) მიმართ, რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

მსჯავრდებული სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან #19 დაწესებულებაში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გადაიყვანეს. დაწესებულებაში, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, მსჯავრდებული შემოწმდა. დაწესებულებაში შესვლისას, აღნიშნულ მსჯავრდებულს ძალადობრივი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და მოცემული მომენტისათვის რაიმე სახის პრეტენზიას არ გამოთქვამდა.
კონკრეტული ბრალდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დისკრედიტაციას ემსახურება და სამწუხაროდ, ბადებს ეჭვს, რომ მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები, წინასაარჩევნო პერიოდში, გარე ძალების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავავრცელოთ ინფორმაცია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მის მიერ თვითდაზიანების არაერთი ფაქტის შესახებ.

 

2010 წლის 25 ნოემბერს, უშანგი ჭუმბურიძემ მუშტის სახეში დარტყმით მოკლა ტ. გ. და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლა. სასჯელს იხდის მკვლელობისა და ქურდობის მუხლებით. (108 და 1571) სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ კანონით, სასჯელის ვადა 3 წლით შეუმცირდა.

 

20, 25 და 27 აგვისტოს უშანგი ჭუმბურიძემ თვითდაზიანებები მიიყენა. 20 აგვისტოს მსჯავრდებულმა სცადა თვითმკვლელობაც, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მცდელობის აღკვეთა დროულად შეძლეს“, - აღნიშნავენ სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42