ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მცირე უფლებამოსილება აქვს, ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე. მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს.
„როგორც ყველა არჩევნები ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია და მოახდენს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.
მას ასევე ექნება გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს.
რაც შეეხება 2008 წელს, საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთის ტანკებმა გადმოკვეთეს ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ. აშკარაა, რომ დამნაშავე რუსეთია პუტინის ხელმძღვანელობით. მათ აქვთ ტერიტორიების 20% ოკუპირებული და განაგრძობენ მცოცავ ანექსიას“-აცხადებს დავიდ კრამერი.
მასალის გამოყენების პირობები






