რა შეღავათებით ისარგებლებენ ელექტრომობილების მძღოლები თბილისში - კალაძის წამახალისებელი ინიციატივა
პოლიტიკა - 12:26, 22 Oct, 2018     1999
თბილისის მერია დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

„ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლო, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება, აქედან დაახლოებით 50% არის 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება.

„ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ელექტრომობილების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის - "მწვანე პოლიტიკის" სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42