„ჩვენ ძალიან ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას, რატომ არ ვიტარდება ქვეყანა, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ბოლო დღეების მანძილზე ის დამადასტურებელი ფაქტი, რატომ არაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, ისინი გადასულები არიან ფულის შოვნაზე, კორუფციული სქემების აგებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზით უზარმაზარ ქონებას აგროვებენ. ჩემს გარშემო არის ის სასახლეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბოლო ექვსი წლის განმავლოაბში ააშენეს თავიანთი ცხოვრების უკეთსაყოფად. მე მინდა დავასახელო გვარები: ბატონი ბახტაძე, გოგაშვილი, გომელაური, იზორია, კობახიძე, საბანაძე, ტაბატაძე, ჩუბინიძე, ჯანელიძე, ბესელია, ცერცვაძე, მურუსიძე, სესიაშვილი, ფარცხალაძე, ძიძიგური.
ჩემს გარშემო არის მილიონობით ღირებულების ქონება, რომელიც ამ ადამიანებმა დააგროვეს კორუფციული სქემებით, როგორც ჩანს და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პროკურატურისგან და სამართალდამცავი ორგანოებისგან გევსმოდეს, რომ ისინი გამოიძიებენ ეს დაუსაბუთებელი ქონება საიდან მოხვდა მათ ხელში, სრული დუმილი. არაფერს ისინი არ აკეთებენ. ეს კიდევე რთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმდე მდგომარეობაში. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდრეობაზე ფიქრობს. ჩვენ გვყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მფარველობენ ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლითაც გაივსო დღეს საქართველო და ნაცვლად იმისა, რომ მათ იფიქრონ ადამიანის პრობლემებზე, გაჭირვებაზე, იმ უზარმაზარ სიდუხჭირეზე, რომელიც ქვეყანაშია, ერთადერთი საფიქრალი აქვთ, იშოვონ მეტი, გააკეთოპნ მეტი ფული და რაც შეიძლება მეტად გაიმდიდრონ თავი.
მე მინდა მივმართო თითოეულ ამომრცეველს, მეგობრებო, 28 ოქტომბრის არჩევნები სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი, რომ ჩვენ დავიწყოთ განვითარების ახალი ეტაპი. რომ უარი ვთქვათ ამ კორუმპირებულ ადამიანებზე, რომლებიც მოაჯდნენ სახელმწიფოს სათავეში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ იმ პოზიტიური განრიგის განვითარება, რომელიც ჩვენ გავქვს ხელთ და აქვე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა ეს ადამიანები ყველა ხერხით შეეცდებიან არჩევნებში საკუთარი წარმატების მოპოვებას, იმიტომ, რომ იციან, პასუხი უნდა გასცენ, საიდან აქვთ ოთხსართულიანი, სამსართულიანი სახლები, ეს სასახლეები საიდან აიშენეს, რა ფულით აიშენეს ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ გვესმის, რომ ის ხელფასი რაც მათ აქვთ, ამ ქონების ერთ მეათედსაც არ ეყოფა? და მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი არჩევნებით, 28-ში უდნა გავისტუმროთ ეს ხალხი და პირდაპირ მინდა მივმართო, გამოდით რომელიმე და ახსენით, საიდან გაქვთ ეს სასახლეები? მესმის, რომ პროკურატურაში საქმე გაქვთ ჩაწყობილი და თქვენს წინააღმდეგ გამოძიებას არავინ დაიწყებს. ახსენით საიდან ააშენეთ, საიდან დააგროვეთ ამხელა კაპიტალი? საიდან მოიხვეჭეთ ამდენი? ბოლოსდაბოლოს ხომ შეიძლება იოტისოდენად მაინც იფიქროთა დამიანის პრობლემაზე და გაჭირვებაზე?
ჩვენ გვაქვს პოზიტიური გეგმა და განრიგი, როგორ უნდა დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, როგორ უნდა ჩამოვაშოროთ ეს კორუმპირებული ადამიანები სახელმწიფო მართვას და რაც მთავარია, როგორ გავხსნათ ველი პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაიწყებენ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს. დეტალურად გვაქვს გაწერილი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ასე რომ 28 ოქტომბერს, მშვიდობიანი არჩევნებით, მშვიდობიანად უნდა მივიდეთე ყველა საარჩევნო ყუთთან და ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები უნდა გავისტუმროთ ერთხელ და სამუდამოდ მოუსავლეთში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარების პროცესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პასუხი გაეცით ამ სასახლეების წარმომავლობას, საიდან დაგროვდა თქვენს ხელში ამხელა ქონება და კაპიტალი ამ მოკლე ვადაში?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






