ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობას თიბისის თანამშრომლება მიიღეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:25, 22 Oct, 2018     890

თი-ბი-სი" ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში კომპანია 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.

ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების სატყეო სააგენტოსთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

20 ოქტომბერს, თიბისის 200-მდე თანამშრომელმა ნერგების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე „თი-ბი-სი" ბანკის ინიციატივით, ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი და სხვა სახის ნერგები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მუერნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიკურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

"თი-ბი-სი" ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის წინ, თიბისი ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ-მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების საშუალების საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42