„მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია... ამოვიდა ყელში თქვენი „ქურდული ოცნება“ -გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 16:41, 21 Oct, 2018     3107
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს ბათუმში შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ აჭარის განვითარება შეეფერხებინა. მან მაგალითისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიყვანა, რომელიც მისივე თქმით ხელისუფლებამ დაანაწევრა და ბინებად გაყიდა. გრიგოლ ვაშაძემ პირობა დადო, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაბრუნდება ბათუმში.

„როგორც კი ეროვნული, პროდასავლური და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში გაორმაგებულად გავაგრძელებთ აჭარის ერთ-ერთ ევროპულ რეგიონად გადაქცევას“ - აღნიშნა მან.

გრიგოლ ვაშაძემ ფართომასშტაბიანი შეთქმულება უწოდა იმ ჩანაწერებს, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და განაცხადა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება კიდევ ბედავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შემოხაზონ 48 ნომერი.

„რისთვის უნდა შემოვხაზოთ კიდევ 48-ჯერ რომ ამოვაღებინოთ ჯიბიდან ფული? და 48 კი არა 84 ათას კრიმინალს, რომ თავზე დავასვათ საფრანგეთიდან ჩამოტანილი მატრიოშკა იმისთვის რომ დემოკრატიული ფასადი შევუნარჩუნოთ? არასოდეს ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ქართველი მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია. ამოვიდა ყელში თქვენი ქურდული ოცნება. თქვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეთ ჩვენ სუყველას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით ეს არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს მოგებული აქვს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებით გაერთიანებულ ოპოზიციას ეს არჩევნები მოგებული აქვს უკვე დღეს,“-განაცადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით "ქართული ოცნება" ავრცელებს ხმას თითქოს გაერთიანებული ოპოზიცია რევანშს და რევოლუციას ამზადებს. მისი თქმით მსგავსი არაფერი ხდება და ეს აბსურდული ბრალდებაა.

მისვე თქმით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიგრაციის საკითხები იქნება განხილული რათა შეწყდეს ქვეყანაში გაურკვეველი ხალხის შემოდინება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42