სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო და აუდიო მასალა დღეს არ განადგურდება
სამართალი - 15:20, 05 Sep, 2013     1896

 

აღნიშნული პროცესი ამ დროისათვის მიმდინარეობს. მასალების განადგურების პროცედურის დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო და აუდიო მასალა დღეს არ განადგურდება:

 

"კომისიამ დაასრულა მუშაობა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებასთან დაკავშირებით. მსურს შეგახსენოთ, რომ თვეების განმავლობაში შსს-მ აღმოაჩინა რამდენიმე ათასი უკანონოდ მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალა, ჯამში ამ მასალებმა 36 ათასი შეადგინა. ჩვენ გამოვყავით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა, ჯამში 184 ფაილი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კომისიის უმრავლესობამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ განადგურდეს ეს მასალა. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ უცხოელ პარტნიორებთან და კოლეგებთან, მივიღეთ მათგან რეკომენდაცია, რომ ეს მასალები უნდა განადგურდეს. ჩვენ დღეს ვანადგურებთ აღნიშნულ ფაილებს.

 

მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა განადგურდებულიყო ეს მასალა, ჩვენ არ ვანადგურებთ ყველა იმ მასალას რომელიც დავაგროვეთ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ვგულისხმობ 36 ათას მასალას, რომელიც გამოვყავით.

 

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ მასალების უკანონოდ მოპოვება. ამიტომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ამ მრავალწლიანი ნეგატიური გამოცდილების შეფასება, ამის შემდეგ საჭირო იქნება გამოძიების დაწყება, მე მსურს შეგახსენოთ, რომ სამეგრელოში აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობით ვიდეო და აუდიო მასალა დაახლოებით 404 დისკი, ის მასალა არ შედის ხსენებულ 36 ათას ფაილში, ის არის აბსოლუტურად ცალკე საქმე და ამ საქმესთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42