უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 13:38, 21 Oct, 2018     3174
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გლდანში ამომრჩეველს შეხვდა.

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა მან შეხვედრის მონაწილეებს.

„სახელმწიფომ ბევრი გააკეთა, დაზღვევა, საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის პროგრამა. ზოგჯერ გვავიწყდება, რაც პოზიტიური გაკეთებულა, მაგრამ ეს კარგიც არის, რადგან ადამიანი უნდა შეეჩვიოს კარგს და არა – ცუდს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქალ პრეზიდენტს შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს საზოგადოებრივ მიდგომებში, ხელისუფლების ხედვებში.

„შეუძლია, ურჩიოს აღმასრულებელ თუ კანონმდებელ ხელისუფლებას, მეტი გააკეთოს სხვადასხვა კუთხით. ამ მიმართულებით თქვენზე დამოკიდებული ვიქნები. თქვენ უნდა მოიტანოთ ჩემამდე ის პრობლემები, რაც შეიძლება განიხილოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მე ვიქნები თქვენი ხმა მათთან, მე მექნება მთავრობასთან, პარლამენტთან ურთიერთობა, რომელიც საჭიროა საქმის ერთად კეთებისთვის. თქვენ ჩემზე უფრო კარგად იცით, რა გჭირდებათ. ეს უნდა მოიტანოთ ჩემამდე და ამისთვის ყველა საშუალება იქნება – ღია ადმინისტრაცია, ცხელი ხაზი. პრეზიდენტი იქნება თქვენთან ძალიან ახლოს. რეგიონებში როდესაც დავდიოდი, ყველგან ვთქვი, რომ მე სასახლეში ჩაკეტილი არ ვიქნები, არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი და ჩამსხვრეული ხიდის იქით და აქეთ, არამედ, უნდა შეგვეძლოს დიალოგი. დიალოგი ძალიან დამჭირდება, რათა მთავრობასთან თუ პარლამენტთან მივიტანო მოქალაქეთა მოთხოვნები, საინტერესო მოსაზრებები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42