ეს ბავშვი გადაიკეტა, პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია - ზაზა სარალიძე ახალი სკანდალური ჩანაწერების შესახებ
პოლიტიკა - 12:56, 21 Oct, 2018     4113

ზაზა სარალიძე გლდანის ციხის ახალ სკანდალურ ჩანაწერების შესახებ აცხადებს, რომ მოწმე, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, მთავარ პროკურატურაში თადუმაძის დანიშვნამდე, უცხო პირის სახელით დაუკავშირდა მას და შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

ზაზა სარალიძის თქმით, მან ამ ფაქტზე შსს-ს მიმართა და შეატყობინა, რომ ეს პირი აპირებდა მასთან შეხვედრას. შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ ამ გზით მან თავი დაიზღვია, რათა არ მომხდარიყო დაბრალება, თითქოს ის აპირებდა მოწმის მოსყიდვას.

„ეს ხდება 15 ივლისს. 15 ივლისს, როდესაც პროკურატურას გადაეგზავნა ეს ჩემი განაცხადი, ორშაბათს ეს ბავშვი გადაიკეტა. პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია, რომ ვაპირებდი ამ ბავშვთან შეხვედრას და აპირებდნენ ფარულ ჩაწერას, რას ისაუბრებდა ეს ბავშვი და პროკურატურამ ეს საქმე გაყიდა ასე რომ ვთქვათ. ფაქტია ზეწოლა მიმდინარეობს არამარტო ამ ბავშვზე, არამედ ყველა მოწმეზე მიმდინარეობდა პირველივე დღიდან. ზოგზე ზეწოლა მიმდინარეობდა, ზოგი მართლაც სცემეს, რასაც პირდაპირ ადასტურებს მიხეილ კალანდია თავის ჩვენებაში რომ გვერდით ოთახში მამაჩემს სცემდნენო და ჩემს ცემასაც აპირებდნენ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, თავდაპირველად საქმის ფალსიფიცირება მირზა სუბელიანის დავალებით დაიწყო, უკვე ერთ თვეში კი პროკურატურამ უკან დახევა ვეღარ შეძლო, საქმე იმდენად დამძიმდა. სარალიძე აცხადებს, რომ მოწმე მენაბდემ, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, თავიდანვე ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას.

„საინტერესო რა არის იცით, მენაბდეზე არის ჩაწერილი დაკითხვის ფარული ჩანაწერი. იქ რაღაც-რაღაც დეტალებს ლაპარაკობს. კალანდიასაც ახსენებს, ძალიან საინტერესო დეტალებზე საუბრობს, მაგრამ პროცესზე შეცვალა ჩვენება, სულ სხვა რაღაცეები ილაპარაკა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42