რუსთავი2-მა მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელში „ოცნების“ სადამსჯელო რაზმების ლიდერები მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი საუბრიდან ჩანს რომ ძალოვნები ხელისუფლებას აუმხედრდნენ და არ აპირებენ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. მათი თქმით კალაძე მათი ერთადერთი მფარველია და რომ არა ის, უკანონო დავალებების შემსრულებლებს ქართული ოცნების ე.წ ახალი ფრთა ჩაქოლავდა.
ჩანაწერში მირზა სუბელიანი ქართული ოცნების PR სამსახურის უფროსს და მმართველი პარტიის მთავარ იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს, აგინებს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ოცნებაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და სწორედ ის ქმნის პარტიული დღის წესრიგს.
სუბელიანი აგინებს ლაშა ნაცვლიშვილს და ამბობს, რომ სწორედ ის ამხედრებს პარტიის წევრებს მის წინააღმდეგ.
ციხის საკნის ჩანაწერებმა ქართული ოცნების პარტიულ განხეთქილებას ფარდა ახადა. მირზა სუბელიანი შიდა პარტიული გარჩევების დეტალებს დათო ცუხიშვილს უყვება.
სკანდალური პატიმარი სწორედ ამ გარჩევებს უკავშირებს ვიქტორ ჯაფარიძისთვის არასამუშაო დღეს გაცემულ ნებართვას და პარტიაში მთავარ თანამოაზრედ კახი კალაძეს ასახელებს.
მირზა სუბელიანი დეტალებში ყვება, რომ მისი დაკავების საკითხმა გუნდში განხეთქილება გამოიწვია და მხარდამჭერი განცხადების გაკეთება დეპუტატებს კალაძემ აიძულა.
ციხის საკნის ჩანაწერიდან დგინდება, რომ განხეთქილება არამარტო პარტიაში არ არის. მირზა სუბელიანი ყვება, როგორ ჩამოქვეითდა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული და ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი მინისტრი გიორგი გახარია.
დაპირისპირება მარტო პარტიას და სამინსიტროებს არ ეხება, ციხეში მირზა სუბელიანის თანამოსაუბრე, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ყვება, რომ ივანიშვილის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სისტემის შიგნით დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ზურაბიშვილს ხმას ძალოვნების დიდი ნაწილი არ აძლევს და ამ პოზიციას არ მალავენ.
დავით ცუხიშვილი ახლა დავით სერგეენკოს სამინსიტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის, გარემოცვის წევრია.
„მირზა სუბელიანი - ეს გომელაური პოლიტიკოსი მაინც არის რა. პოლიტიკოსია , იმას მეტად უჭრის ტვინი რა. უნდა მოაშორონ ბიჭო ეს სუსი ამ არჩევნებს. კაი ბიჭო, მირზა ციხეში იჯდა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზე მეტი აგრესიაა ამის დედა შევ..ი.
დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) -სრული ქაოსია რა.. გუშინ ერთ-ერთი ბატალიონის უფროსი სუსიდან თქვა რო ხო გვთოვენო რა ხმა ასე მიეცი ისე მიეცი, მე ვაფიქსირებო პროტესტსო ზურაბიშვილზე, მე რო ვიღაცამ მთხოვოსო ხმა მიეცი ზურაბიშვილსო ...
მირზა სუბელიანი - ამათ თუ პრეზიდენტობა ვაშაძეს ჩააბარეს, ვაშაძე შეიწყალებს და გამოვა და დაიწყება ტალღა
დათო ცუხიშვილი (სავარაუდოდ) - მიშა ჩამოვა“.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






