"გამარჯვება გარდაუვალია და ამას 28 ოქტომბერს ოფიციალურად გავაფორმებთ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი აუცილებლად იქნება გრიგოლ ვაშაძე"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:58, 20 Oct, 2018     3933
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდა. შეკრებილ მოსახლეობას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამაც მიმართა. ქარდავას თქმით, საქართველოს მოსახლეობა აღარ მოითმენს „ბანდიტურ ხელისუფლებას“ და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი აუცილებლად იქნება გრიგოლ ვაშაძე:


„მთელი ერთი თვის განმავლობაში ვიმყოფები ჩემს მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში, დავდივარ სოფელ-სოფელ და სანთლით დავეძებ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს, საიდან ვიპოვიდი, აგერ ყოფილა ამომრჩეველი და ეს გრიგოლ ვაშაძისაა. მეგობრებო, წარწერა „ძალა ერთობაშია“ არ ნიშნავს მხოლოდ 11 პოლიტიკური ძალის ერთობას, ის რაც 28 ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში ხდება, ნიშნავს იმას, რომ გრიგოლ ვაშაძის გარშემო და იმ პოლიტიკური გუნდის გარშემო, რომელიც ბატონი გრიგოლის გვერდში დგას, ერთიანდება ქართველი ხალხი და ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილის მიერ ბუტაფირიად გადაქცეული სახელმწიფო უწყებები აკეთებენ განცხადებებს, რომ 28 ოქტომბერს შეიძლება არეულობა მოხდეს ქვეყანაშიო, არა ბატონებო, არანაირი არეულობა არ მოხდება, 28 ოქტომბერს გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე და დაიწყება ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი. თუ ვინმეს ქვეყანაში ხალხის დასაშინებლად დაძაბულობის შექმნა უნდა, იმისთვის რომ ხალხი საარჩევნო უბნებთან არ მივიდეს ეს არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდიტური ხელისუფლება. ეს სახელი ხალხმა შეარქვა. გვაქვს ჩვენ იმის დრო, რომ კიდევ დიდხანს ვუყუროთ საქართველოს მართვის სათავეში ბანდიტურ ხელისუფლებას? მაშ ყველანი უნდა დავირაზმოთ და 28 ოქტომბერს ხმა უნდა მივცეთ გრიგოლ ვაშაძეს. ივანიშვილის მოკავშირე იყო ხალხში უიმედობა, ჩვენი შრომით და ხალხის აქტიურობით ეს უიმედობა დაძლეულია და ბიძინა ივანიშვილს არანაირი შანსი არა აქვს, რომ პუტინის რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დაასვას საქართველოს. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი აუცილებლად იქნება გრიგოლ ვაშაძე. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ მშვიდად და ვიყოთ მობილიზებული. გამარჯვება გარდაუვალია და ჩვენ ამ გამარჯვებას 28 ოქტომბერს ოფიციალურად გავაფორმებთ “- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და მოსახლეობას არჩევნზე აქტიურობისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42